ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოება ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“

103
(განახლებულია 16:36 13.01.2021)
გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანამდე კი მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. 

კითხვაზე, რამდენად მზად არის მმართველი გუნდი ოპოზიციაში გადასასვლელად, პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ 4–5 წელი იქნება, თუმცა მარადიული არაფერია.

„დროს თავისი მიაქვს. გაჩნდება ახალი ძალა, რომელიც ნიჭიერი ხალხით იქნება დაკომპლექტებული და მაშინ საზოგადოება ეტყვის „ქართულ ოცნებას“, რომ მისი წასვლის დრო დადგა. როდესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, იგი იქნება ჯანსაღი, ხალხზე მოფიქრალი და მზრუნველი ძალა. ღმერთმა მომასწროს, რომ ქვეყანაში მოვიდეს ახალი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. როდესაც ქვეყანაში ჯანსაღი ხელისუფლება და ჯანსაღი ოპოზიცია იქნება, იგი უკეთესად განვითარდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ ოპოზიციას აკლია კონსტრუქციულობა, არ აქვს რეალური არგუმენტები და ოპოზიციის ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებს. მათ არ აქვთ იმის ნიჭი, უკეთესი გზები მოძებნონ, რომ ქვეყნის განვითარება დაჩქარდეს, დასძინა ივანიშვილმა.

„ოპოზიციას არ აქვს თემატური კრიტიკის უნარი, ვერც საგარეო საკითხებზე და კორუფციაზე საუბრობენ, რადგან ყველაფერი გაცილებით უკეთაა. ეს არის პრობლემა და ეს არის ჩემი ოცნება, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ნიჭიერმა დაიკავოს ხელისუფლების სადავეები და „ქართული ოცნების“ მსგავსი დარჩეს ოპონენტის როლში. გარწმუნებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს განვითარების ტემპი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა უახლოეს ოთხ წელიწადში ახალი „ჯანსაღი“ ძალის დაბადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მემკვიდრე იქნება და რომელიც უფრო ნიჭიერი პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანამდე კი მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა გამოცემა Entrepreneur-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, 1,5 მლრდ დოლარი, როგორც იგი აფასებს აღნიშნულ ქონებას, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. 

103
თემები:
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე: საქართველო მზადაა რუსეთთან საზღვრის გახსნის საკითხზე იმსჯელოს

38
(განახლებულია 18:31 27.01.2021)
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ და რუსეთმა სახმელეთი საზღვარი გასული წლის მარტში ჩაკეტეს.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო და რუსეთი სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდვითარება დარეგულირდება, განაცხადა ერუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრისსპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 16 მარტიდან შეწყვიტა – საზღვრის გადმოკვეთის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავებს აქვთ. საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამემამულეებ 12–დღიან კარანტინს გადიან. მკაცრ კონტროლს გადიან სატვირთოს მძღოლებიც.

„თუ  ეპიდვითარება დასტაბილურდება, ჩვენ საზღვრების გახსნის თაობაზე მსჯელობასაც შევძლებთ. საზღვარი პანდემიის გამო დაიკეტა და როგორც კი ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების განხილვისთვის მზად ვართ. საზღვარი ორივე მხრიდან დაიკეტა, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, – განაცხადა აბაშიძემ.

დიპლომატის თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნის შესახებ წინადადება ჯერ არ ყოფილა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, მარტის ბოლომდე გაიმართება მისი და რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პრაღის მოლაპარაკებებზე რუსეთს წარმოადგენს. 

 „ჩვენ ნოემბერში ონლაინ–შეხვედრა გავმართეთ და მაშინ ვთქვით, რომ შემდეგი შეხვედრა 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. კონკრეტულ თარიღზე არ გვისაუბრია, თუმცა, ვფიქრობ თებერვალში ან მარტში. დღის წესრიგში სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული საკითხები იქნება. ვფიქრობ, იმ დროისთვის აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ჟენევაში მხარეები პოლიტიკურ პრობლემებს, ჟენევაში კი სავაჭრო–ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და ა.შ. საკითხებს განიხილავენ. მოლაპარაკებების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.

 

38
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები
ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

11
(განახლებულია 17:39 27.01.2021)
ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,  ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება.

როგორც საქართველოს პარლამენტი იუწყება,  პლენარულ სხდომაზე  COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. 

 

დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძესთან ერთად ასევე შედიან ვიცე–სპიკერი კახა კუჭავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) და დეპუტატები ფრიდონ ინჯია, მარიამ კუბლაშვილი, გივი მიქანაძემ, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ირაკლი კობახიძე 25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25 იანვარს გაიხსნა და  29 იანვარს დაიხურება.

ვროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

11
თემები:
საქართველოს პარლამენტი
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0