ემანუელ მაკრონი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება

© AP Photo / Charles Platiauემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალ თანამდებობას ცხრა წლით - 2030 წლამდე დაიკავებს.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება, ამის შესახებ მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომლის ტექსტსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

გოჩა ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ლორთქიფანიძე: ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ 2020 წლის დეკემბერში აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე იქნება. აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა.  ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობას 2030 წლამდე დაიკავებს.

„მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს“, –  ნათქვამია ემანუელ მაკრონის წერილში​.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, ვენეციის კომისიისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრი. 

გოჩა ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ჰააგის სასამართლოს ახალი მოსამართლე საქართველოს მთავრობაშიც მოასწრებს მუშაობას

გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს მთავრობაში ერთადერთი ახალი სახეა – მან იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც პარლამენტის დეპუტატი გახდა.

როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში მოსამართლის კანდიდატად საქართველომ 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარადგინა, ვინაიდან უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება. ჩეხი მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვასა და გოჩა ლორთქიფანიძის, როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ცნობას თვეები სჭირდება, მანამდე კი გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში გააგრძელებს საქმიანობას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც განიხილავს ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის: გენოციდი, სამხედრო დანაშაულები, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.

სასამართლო დაფუძნდა 1998 წელს რომის სტატუტის საფუძველზე, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლისთვის რომის სტატუტის რატიფიცირება 123-მა სახელმწიფომ მოახდინა.

საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0