თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილები, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეხება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კანონპროექტი, რომლის მიღებაც კოვიდ-პანდემიას უკავშირდება, დაჩქარებული წესით იხილება. საკომიტეტო განხილვაში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
როგორც კანონპროექტის წარდგენისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კანონში ცვლილებები მიმართულია საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ, რათა სწრაფად დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია ხარისხიანი ვაქცინებით. მისი თქმით, გარდა ამისა, ვაქცინების მწარმოებელთა მოთხოვნით, სახელმწიფომ, რომელიც მათ შეიძენს, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუმცა, ამასთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა სამედიცინო პერსონალს, კლინიკას ან იმპორტიორ კომპანიას უკავშირდება.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი ადგენს პასუხისმგებლობის ფარგლებს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩართვის შემთხვევაში.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, გვერდითი ეფექტების განვითარების ან ვაქცინაციის შემდგომი გართულების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ფაქტები მედპერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების შეცდომის ბრალია.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი რეგონული ტურნეს ფარგლებში 27–28 იანვარს საქართველოს ეწვევა, ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან და ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეგიონული ტურნე აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო. საქართველოდან იგი რუსეთში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან. ზარიფის გეგმებშია ასევე სომხეთში ვიზიტი.
როგორც ტურნეს დაწყებამდე მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, იგი იმ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავს, რომელთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%-ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.
საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა.
თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 29 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.
მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე მოიმატებს.
მზე 08:16 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.