საქართველოს მთავრობაში საკადრო როტაცია იგეგმება?

© Sputnik / Vladimir Umikashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების განხორციელება პრემიერის პრეროგატივაა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოში პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ იგეგმება, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები კი მოქმედი პრემიერის კომპეტენციაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

თალაკვაძემ მთავრობის შემადგენლობაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომლის შესახებაც ოპოზიცია აქტიურად ალაპარაკდა „თავისუფლების კრიზისის პირობებში“.

„ჩვენ არ განვიხილავთ პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხს. რაც შეეხება მთავრობის კაბინეტში ცვლილებას, ეს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა. მას ამ პერიოდში არ მოუმართავს და, ალბათ, გასაკვირიც იქნებოდა, რომ მოემართა, იმიტომ რომ სულ ახლახან წარმოადგინა კაბინეტი და პარლამენტმა მის მიერ წარმოდგენილ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 21-მდე გაიზრდება

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დაკავებული თანამდებობები თვითმიზანს არ წარმოადგენს, არამედ ესაა შესაძლებლობა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის კანდიდატურა განათლების მინისტრის რანგში არ განიხილება, რადგან განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს მოქმედი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღირსეულად უმკლავდება.

თალაკვაძის თქმით, თავისუფლების ხარისხზე ოპოზიციის ის ნაწილი საუბრობს, რომელსაც იგი ნულოვანი აქვს.

„ორი პარტია „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო", მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნებში დამარცხდნენ და მანდატები არ აქვთ, ოპოზიციიდან იმ პოლიტიკოსებს კიცხავენ, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამ ადამიანებს ელემენტარული თავისუფლების ხარისხიც კი არ აქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" შანტაჟიდან გამოვიდნენ და თავისუფალი გადაწყვეტილებები მიიღონ და ახლა ეს ადამიანები გვეკითხებიან, აქვს თუ არა გახარიას საკმარისი თავისუფლების ხარისხი?!“ – განაცხადა თალაკვაძემ.

დღეისათვის პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ ერთად საპარლამენტო საქმიანობაში იღებს მონაწილეობას. პარტიის დამფუძნებლები ის დეპუტატები არიან, რომლებიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე პარლამენტში შევიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0