მატება პოლიტიკურ სპექტრში: ყველაფერი პარტია „ევროპელი სოციალისტების“ შესახებ

© photo: Sputnik / Stringerმეათე მოწვევის პარლამენტი
მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის ეს ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობს.

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიებით შესულმა ოთხმა დეპუტატმა - ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააარსეს. მათ უკვე აიჩიეს პოლიტსაბჭოც და პარტიის თავმჯდომარეც.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია იქმნება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსმა“ ოთხი წევრი გაიყვანა. თუმცა პარტიული სიის პირველმა ნომრებმა, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, პროტესტის ნიშნად უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და მათი ადგილები პარტიის რიგითმა წევრებმა დაიკავეს. ოთხივე მათგანი მაშინვე გარიცხეს „პატრიოტთა ალიანსიდან“.

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოში ასევე შევიდნენ თამარ კიკნაძე, გიორგი მაღლაკელიძე, ბუხუტი ჩაჩუა, ვიქტორ ცაავა და ირაკლი უბილავა. პარტიას ფრიდონ ინჯია ხელმძღვანელობს.

„პარტიის მიზნები და ამოცანები პირველ რიგში იქნება ქვეყნის ინტერესების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დემოკრატიული ინსტიტუტების შენება და დაცვა. ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მხარდაჭერა“, _ განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე.

ამასთან „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტის მხარს დაუჭერს რეგიონის ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და საქართველოს ტრადიციულ ფასეულობებს.

„ევროპელი სოციალისტები“ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ცხოვრებაში და პლენარულ სხდომებში, თუმცა საკუთარი ფრაქციის შექმნას ვერ შეძლებენ, ვინაიდან მისი ფორმირებისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.

დღეისათვის ეს ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობს. არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა, ნაწილმა კი უარი თქვა მანდატებზე.

ყველა ახალი ამბავი
0