საქართველოს პარლამენტი

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია იქმნება

323
(განახლებულია 21:14 05.01.2021)
პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ მიზანი იქნება ეროვნული ტრადიციებისა და ევროპული ფასეულობების დაცვა, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. დეპუტატები ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს“ ემიჯნებიან და ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან.

ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“ ერქმევა. უკვე შემდეგ შაბათს პარტიის პირველი ყრილობაა დაგეგმილი, რომელზეც მთელი პოლიტიკური გუნდი იქნება წარმოდგენილი.

პარტიის მიზანი ეროვნული ტრადიციების, ევროპული ფასეულობების დაცვა, ასევე ეკონომიკის გაძლიერება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება იქნება.

„პარლამენტში შესვლასთან ერთად ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს“. ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ აქ, პარლამენტში ამ სტატუსით“, – განაცხადა ინჯიამ.

სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის – გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე შეუერთდნენ რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას.

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა>>

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ინჯიამ.

323
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (258)
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება

264
(განახლებულია 16:55 20.01.2021)
საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ამა წლის თებერვლიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

საგამოძიებო კომისია და თანამედროვე საარჩევნო ტექნიკა: რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას>>

უფრო ადრე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია პერმანენტული საპროტესტო აქციებისთვის მზადებას დაიწყებს.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – განუცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო. ამას უკავშირდება მათი პროტესტი და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება 11 დეკემბერს შევიდა ძალაში და თითქმის ერთი თვე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, მაგრამ იანვრის დასაწყისში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, თუმცა დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა, უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, „ალიანსი“ დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

264
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (258)
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

105
(განახლებულია 14:48 20.01.2021)
ეს იქნება 2021 წელს სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მეთაური შეხვედრებს გამართავს მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან.

კერძოდ, პრეზიდენტი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ასევე დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ნატო–საქართველოს კომისიის მუშაობაში.

 

105
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პლიტვიცეს ჩანჩქერი

მერწყული რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე ზოგადი დახასიათება

0
(განახლებულია 10:42 20.01.2021)
მერწყული ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლებიც მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან

მერწყულის ნიშნით იბადებიან 21 იანვარი – 19 თებერვლის პერიოდში.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

მერწყული (Aquarius) – ჰაერის სტიქიის ნიშანია, რომელსაც ერთდროულად ორი პლანეტა – ურანი და სატურნი მართავს. ის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლები მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან. თავად მერწყულის ნიშანშია ჩადებული შინაგანი კონფლიქტი – ისინი მუდმივად ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ახალი გამოცდილების, ახალი ინფორმაციის მიღებისკენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იდეური ადამიანები არიან, რომლებიც თავისი იდეალიზმის პრიზმაში ატარებენ ამორალურ საქციელსაც, ან ყველაზე წარმოუდგენელი სექსუალური გამოცდილების ფორმებსაც კი. სხვათა შორის, სწორედ ამ ნიშის წარმომადგენლები ადვილად მეგობრობენ ყოფილ საყვარლებთან, რადგან სექსს ურთიერთობების ბუნებრივად ბაზად მიიჩნევენ.

მერწყულები, ერთი შეხედვით, კეთილი, რბილი და მერყევი ადამიანები ჩანან. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, დიდად აფასებენ მეგობრობას და ძალიან უყვართ ყოფის, ადამიანის არსებობის საიდუმლოებების შესწავლა – მათი ნატურის ფილოსოფიური შემადგენელი სამყაროზე მათ არასტანდარტულ შეხედულებას განსაზღვრავს. მერწყულები, გამოხატავენ რა სიძულვილს მატერიალური ფასეულობების, პათოსისა და ფუფუნების მიმართ, გულის სიღრმეში ძალზე დამოკიდებული არიან კონფორტსა და ფულზე, თუმცა, მათი ძირითადი იდეოლოგია ეხება ადამიანთა თანასწორობისა და დემოკრატიის იდეას, როგორც უმაღლეს ფასეულობას.

მერწყულები ყოველთვის ორიგინალობისკენ ისწრაფვიან, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერში გამოიხატება – აზროვნების სტილიდან დაწყებული, ცხოვრების სტილამდე დამთავრებული. მათ თავიანთი მიღწევების სახალხოდ ჩვენება არ უყვართ, თუმცა ძალიან უყვართ, როცა მათი ინდივიდუალობა ღირსეულად ფასდება. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი სულიერი პრობლემაა მთელი ინფორმაციის „შესრუტვა“ და ამის აღქმა, როგორც უმაღლესი ფასეულობისა, მაგრამ ამ ინფორმაციას ყოველთვის არა აქვს სათანადო და ღირსეული გამოყენება. ხშირად, ეზოთერულისა და ირაციონალურისადმი მიდრეკილებას მერწყულები მიჰყავს ისეთ პროფესიებთან, როგორიცაა ფოკუსების ოსტატი და მსახიობი. ამას გარდა, ისინი ძალიან კარგად შეიგრძნობენ ხელოვნებას და ხასიათის რომანტიკული წყობით გამოირჩევიან.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

მერწყულების სუსტი მხარეებია: ინფანტილიზმი, ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ნებისმიერი სოციალური ზღუდისა და ჩარჩოს უარყოფის სურვილი, სასოწარკვეთილების დროს და მაშინ, როდესაც ვერ უგებენ, დემონსტრირება იმისა, რომ ისინი უარყოფილნი არიან და სხვებს არ ჰგვანან.

მერწყული მამაკაცი

მამაკაცი მერწყულები ზეპასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, ამავდროლად, არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევიან. მათ უყვართ გარისკვა, ექსპერიმენტები, გამოირჩევიან იუმორის ორიგინალური გრძნობით.

ურთიერთობებში მერწყული ზედაპირული ჩანს, თუმცა ხანდახან მისი ექსტრავაგანტულობა და რევოლუციონერობა არ გამორიცხავს წყნარი ნავსაყუდელისკენ სწრაფვას. ლამაზი ქალის დაპყრობის ფაქტი ხანდახან მისთვის ფიზიკურ ტკბობაზე მნიშვნელოვანია.

მერწყული მამაკაცი სამუშაოს თავდადებით ეკიდება, სანამ ის მისი თავისუფლების შეზღუდვას არ იწყებს – მერწყული თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობს, როდესაც თავს არ ახვევენ პირობითობებსა და სტანდარტულ სქემებს.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

მერწყული ქალი

ქალი მერწყულები უშუალო, კომუნიკაბელური არიან, შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნა. კარგად ეხერხებათ მრავაფეროვნების შეტანა ინტიმურ ცხოვრებაში, ძნელია მათი შოკირება უხამსი წინადადებებით ან გამოუვალ სიტუაციაში ჩაყენება – მერწყული ქალები, არიან რა ყოველდღიურობაში მშვიდი და ყურადღებიანი, ძალზე კრეატიულნი არიან ეროტიკული თვალსაზრისით.

ქალი მერწყულები იცვამენ ორიგინალურად და ექსტრავაგანტულად და მოდას ძალზე მწვავედ შეგრძნობენ – ეს მათი ერთ–ერთი ძლიერი მხარეა. მათ უყვართ ხმაურიანი კომპანიები, ყურადღება, განსაკუთრებული ადგილები მოცალეობის ჟამს და იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთანაც დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებენ.

სიყვარულში მერწყული ქალი მთლიანად იხარჯება, თავგანწირვით ხატავს იდეალისტურ სურათს. ამავდროულად, ძალზე მომთხოვნია და გულწრფელობასა და ერთგულებას მოითხოვს. ის ძალზე გულნატკენი რჩება საყვარელი მამაკაცის უყურადღებით მაშინ, როცა თვითონ, თუნდაც ყურებამდე იყოს შეყვარებული, ინტრიგაზე უარს არ ამბობს. მერწყულ ქალებს ბრუტალური, უხეში მამაკაცები არ იზიდავს, ჩვეულებრივ, მათთვის მნიშნელოვანია სულიერი კავშირი საყვარელ ადამიანთან.

2021 წლის ჰოროსკოპი: მერწყული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მერწყულის შეთავსება სხვა ნიშნებთან

მერწყულისთვის საუკეთესო იქნება კავშირი კირჩხიბთან, ტყუპთან და სასწორთან – ამ ნიშნების წარმომადგენლები ურთიერთობებში ასევე აფასებენ დახვეწილობასა და დეტალებს.

რთული, მაგრამ ცეცხლოვანი კავშირია მოსალოდნელი ვერძებთან და თავისივე ნიშნის წარმომადგენლებთან.

ასტროლოგების მოსაზრებით, ცუდია მერწყულის კავშირი მორიელთან და ლომთან, რომელთა საქმიანობა და აქტიურობა რამდენადმე მისტიკურ და იდუმალ მერწყულში გამოძახილს ვერ ჰპოვებს.

მერწყულის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ჩარლზ დიკენსი, ვირჯინია ვულფი, აბრაამ ლინკოლნი, ანტონ ჩეხოვი, ანა პავლოვა, კრისტიან დიორი, პაკო რაბანი, კლარკ გეიბლი, ანჯელა დევისი, იოკო ონო, ჯონ ტრავოლტა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ეშტონ კატჩერი, ჯენიფერ ენისტონი და სხვა.

0