პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთი წევრი შედის

© Sputnik / Alex Shlamov„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო მიტინგი
„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს, თუმცა ცესკოდან პარტიული სია არ გაუწვევიათ

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ზილფიმიანი ღია წერილში წერს, რომელიც მედიასაშუალებებში გავრცელდა.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ინაშვილი: ენუქიძე ჩვენს პარტიას აფინანსებდა და მის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით

თავის წერილში ზილფიმიანი საკმაოდ ვრცლად აღწერს თავის ბიოგრაფიას. ზილფიმიანი საქართველოში პირველი კერძო ციფრული მულტიპლექს ოპერატორის, „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელია. მისი თქმით, ის არასდროს არ ყოფილა ადრე რომელიმე პარტიის წევრი, თუმცა სხვადასხვა დროს მხარს უჭერდა „ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმდინარეობას“. ხოლო წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ დაზარალდა კიდეც - მისი თქმით, მისი ბიზნესი მაშინ სრული დარბევით დასრულდა. 

„მიუხედავად ყველაფრისა, მესამედ მომიწია კომპანიის აშენება და კვლავაც იგივე საქმიანობას ვახორციელებ, როგორც ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი“, - წერს ზილფიმიანი.

მისი თქმით, ის პოლიკაზე წინ ყოველთვის აყენებდა თავის სამეცნიერო, აკადემიურ, მედია და ტექნიკურ საქმიანობას, რასაც  ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაუთმო. მისი თქმით, ის როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტია. ამ ეტაპზე კი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ახალი გარემოებებიდან მიიღებს.

„თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“, – ნათქვამია ზილფიმიანის წერილში.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლას ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი - ავთანდილ ენუქიძე აპირებს. 

პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს. ცესკოს მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ენუქიძე ბიზნესმენია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ აფინანსებდა და პარტია მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

„პატრიოტთან ალიანსის" გარდა, სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი). ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს. ამ სიას ასევე შეუერთდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „მოქალაქეებს“ და „გირჩს“. მათ ასევე ხელი არ მოუწერიათ საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0