ქართული სამხედროები

პარლამენტმა ქართული ჯარის რიცხოვნობა განსაზღვრა

799
(განახლებულია 20:39 25.12.2020)
დღეისთვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებული, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2021 წლისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ დადგენილება 82 ხმით მიიღო. 

დადგენილების თანახმად, შეიარაღბული ძალების პირადი შემადგენლობა მომავალ წელს 37 ათასზე მეტი ადამიანით განისაზღვრა –  გასულ წელთან შედარებით ქართული არმიის რიცხოვნობა უცვლელი დარჩა.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საომარ მდგომარეობაზე, რეზერვისტებსა და თავდაცვის სამინისტროს დროებით შტატიან თანამშრომლებზე.

საქართველოში სამხედრო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლის ახალგაზრდებს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეს შეადგენს.

 

799
პოზიციის აქცია პარლამენტთან

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან შიდა კონსულტაციების ახალ რაუნდს იწყებენ

15
(განახლებულია 10:23 18.01.2021)
გასულ კვირას ოპოზიციური პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებით მოთხოვნებზე შეთანხმდნენ

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტია „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალ ეტაპს გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით იწყებს.

კონსულტაციების მთავარი თემა იქნება მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

 „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ექვსი მანდატი ერგოთ,  ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

პარტია „გირჩის“ გენმდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

 „ჩემი აზრით, ეს არის კარგი ინიციატივა, რომელზეც საუბარი ღირს ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.  ამ ინიციატივით ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას გიორგი ვაშაძესთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვინდა თვითმმართველობის არჩევნებს მომზადებული შევხვდეთ – შესაბამისი კანონმდებლობითა და შესაბამისი რეფორმით. ჩვენი მიზანია თბილისსა და სხვა მსხვილ ქალაქებში არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმართველი ორგანოების არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ერთგვარი ტესტი გახდება. 

 „ეს შეეხება თვითმმართველობის არჩევნების როგორც ტესტად გამოყენებას. თუ ეს საკითხი პრინციპულად მისაღები იქნება ოპოზიციისთვის, ტექნიკურად, ვფიქრობ შესაძლებელი იქნება პლებისციტის ნაცვლად ფორმულირების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება და ამით შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ნეიტრალიზება“, –განაცხადა მეგრელიშვილმა.

გასულ კვირაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან“ დაკავშირებით შემდეგ მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გამსვლელი 0%–იანი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმულირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად უკვე განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების ანულირება მოახდინეს.

15
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
რიალის სასახლე, მადრიდი

დავით ზალკალიანი ესპანეთში გაემგზავრა: ვის შეხვდება მინისტრი

14
(განახლებულია 10:22 18.01.2021)
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

 „საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი–სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

 ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2017 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს – UNWTO-ს სესიაზე, რომელიც მადრიდში გაიმართა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურამ ხმების უმრავლესობა მიიღო.





 

14
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 იანვარს

0
(განახლებულია 10:24 18.01.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს ზამთრის ცივი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 2 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 20 იანვარს ღრუბლიან და ცივ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:23 საათზე ამოვა და 18:00 საათზე ჩავა.

დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე თბილისში 18:00 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში