გახარია: არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიისა და ოპონირების გარეშე

© photo : Gakharia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას შეუდგა.

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. მუშაობა დისკუსიისა და ოპონირების გარეშე მარტივი არ იქნება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს. ეს არ არის მმართველი გუნდის ამბიცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გახარია: არ მესმის, რა მიზეზით არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა>>

დღეს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

როგორც პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის გარეშე ყოფნა კომფორტული არ არის, რადგან ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია მარტივი მიზეზის გამო – ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სხდომას არ ესწრებიან. არასდროს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიისა და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების მიდგომა – ყველაფერი, ან არაფერი – დემოკრატიული მიდგომა არ არის და ამას ევროპულობასთან არაფერი საერთო არ აქვს.

„მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: პარლამენტს ოპოზიციის გარეშე მუშაობა გაუჭირდება

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან პარლამენტის მუშაობაში არც ერთი არ მონაწილეობს. მათმა უმრავლესობამ უკვე შეიტანა განაცხადი მანდატზე უარის თქმის შესახებ. ეს საკითხი პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მანდატებზე უარი გამოიწვია პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.

ნდობის მოსაპოვებლად მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში ასეთი შემადგენლობით შევიდა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

„ადეკვატური პასუხი არ არის“: გახარია პოლიტიკური კრიზისის შესახებ>>

პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0