პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკის მთავრობის წევრობის კანდიდატები წარუდგინა

© Sputnik / STRINGERსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს პრეზიდდენტი შეხვდა თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრობის კანდიდატების შესახებ ესაუბრა.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარუდგინა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენილია თორნიკე რიჟვაძე.

განათლების, მეცნიერების, კლუტურისა და სპორტის მინისტრად - მაია ხაჯეშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს

სალომე ზურაბიშვილმა დღეს კონსულტაციის მიზნით შეხვედრა გამართა თორნიკე რიჟვაძესთან, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად არის წარდგენილი.  

შეხვედრისას, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრობის კანდიდატების შესახებ ესაუბრა.

აჭარის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 15 დეკემბრიდან ამოქმედდა. მის შემადგენლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 14 და ყოფილი ოპოზიციის ერთი წარმომადგენელია.  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს.

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს>>

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. არჩევნების შედეგებით მმართველ პარტიას 14 მანდატი შეხვდა, ხოლო ოპოზიციას – შვიდი. „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა დეპუტატმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0