„ადეკვატური პასუხი არ არის“: გახარია პოლიტიკური კრიზისის შესახებ

© Sputnik / STRINGERგაერთიანებული ოპოზიცია
გაერთიანებული ოპოზიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერავის აიძულებ პარლამენტში ძალით შესვლასა და იმ ფუნქციების შესრულებას, რომლებიც მათ ამომრჩევლებმა დააკისრეს, ამბობს პრემიერობის კანდიდატი.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას „ადეკვატური პასუხი არა აქვს“ კითხვაზე, თუ რატომ არ იყენებს ქართული პოლიტიკური სპექტრი დემოკრატიის მიღწევებს.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის>>

ამის შესახებ გახარიამ ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე ისაუბრა, როდესაც უპასუხა კითხვას პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივაზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

„საქართველოს ისტორიაში პირველად მივიღეთ ცხრა პოლიტიკური გაერთიანება... საქართველოს პარლამენტში და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მეორე მხრივ, აშკარად ხორციელდება სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის პროცესი.

ოპოზიციის კარვები აჭარაში - Sputnik საქართველო
საიდუმლო კომპრომატები თუ იარლიყების მიკერება – პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში

„ვერავის ვაიძულებთ, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას საქართველოს მოქალაქემ დააკისრა. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ ადამიანებს, ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია. ამ პოლიტიკურ არჩევანს, ნაბიჯს და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება, და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – აღნიშნა გახარიამ.

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან პარლამენტის მუშაობაში არც ერთი არ მონაწილეობს. მათმა უმრავლესობამ უკვე შეიტანა განაცხადი მანდატზე უარის თქმის შესახებ. ეს საკითხი პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

გახარია: პარლამენტს ოპოზიციის გარეშე მუშაობა გაუჭირდება>>

ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მანდატებზე უარი გამოიწვია პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.

ყველა ახალი ამბავი
0