სადეპუტატო მანდატებზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყველა დეპუტატი უარს აცხადებს

© Sputnik / Alex Shlamovირმა ინაშვილი და დავით თარხან–მოურავი
ირმა ინაშვილი და დავით თარხან–მოურავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყველა წარმომადგენელმა დაწერა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით განცხადებით მიმართა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, 22 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ახალ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს.

კობახიძე: ოპოზიციას ორი ვარიანტი აქვს – ცუდი და ძალიან ცუდი>>

„მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა „ქართული ოცნების“ ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა

ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ შევა პარლამენტში.

„ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის მიგვეღწია“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

ამ დროისათვის სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი). ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს. ამ სიას ასევე შეუერთდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

წულუკიანი: ოპოზიცური პარტიები უარს აცხადებენ მანდატზე, მაგრამ მაინც სურთ ფულის მიღება>>

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „მოქალაქეებს“ და „გირჩს“. მათ არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები დღემდე ცარიელია.

ყველა ახალი ამბავი
0