პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ემზადება

© Sputnik / STRINGERსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა კითხვას პასუხი მომავალ კვირაში გაეცემა, როცა პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა გამოცხადდება.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ნდობის მოსაპოვებლად პარასკევის ბოლომდე წარედგინება.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც უკვე ცნობილია, ისაა, რომ მთავრობაში ახალი იუსტიციის მინისტრი იქნება, რადგანაც უწყების ყოფილი ხელმძღვანელი თეა წულუკიანი დეპუტატი გახდა. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
მთავრობა გადადგა! მთავრობა ხალხს ანგარიშს აბარებს

თავად წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას თანამდებობაზე დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

ამას გარდა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, იგეგმება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება. ვოლსკის აზრით, თავიდანვე იყო დაშვებული შეცდომა, როცა ორი უწყების შერწყმა მოხდა.

„მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში არ უნდა მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით იმ გეგმას, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული – ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და იუტიციის მინისტრის ვაკანტური პოსტის შევსება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

გასულ კვირაში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0