პარლამენტის შენობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს

67
(განახლებულია 21:49 16.12.2020)
ოპოზიციურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.15% მოიპოვა, რითიც მათ პარლამენტში 4 მანდატი მიიღეს.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა ოფიციალურად თქვეს უარი სადეპუტატო მანდატებზე.

მათ უკვე დაწერეს განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახელზე.

„ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.15% მოიპოვა, რამაც პარტიას პარლამენტში 4 მანდატი მოუპოვა. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კენჭს იყრიდა ისნის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც, ყველა ოლქის მსგავსად, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

დღეს ოპოზიციიდან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებით საკანონმდებლო ორგანოს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც მიმართეს.

უახლოეს დღეებში ანალოგიური განცხადებით პარლამენტს მიმართავენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები – მათ მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი მანდატი აქვთ.

ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები პირველ სხდომაზე ცარიელი იყო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ყველაზე მეტი – 36 მანდატი ერგო საარჩევნო ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.

სამშაბათს ცესკომ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პროპორციული სიები გააუქმა, მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

67
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო პრეზიდენტის სასახლეში

საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთ პატივი მიაგო

49
(განახლებულია 15:12 28.01.2021)
სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, ისრაელის კონსულმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას ისრაელის კონსული საქართველოში სმადარ ზემახ-რაზაბი ესწრებოდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ტრაგედია, რომლის მსხვერპლიც მილიონობით ადამიანი გახდა. მან მათი ხსოვნის ნიშნად სანთლები დაანთო.

კონსულმა პრეზიდენტს ცერემონიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიის არდავიწყება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. ყოველი წლის 27 იანვარს ბუნდესტაგში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია ტარდება.

49
ვაქცინა

პარლამენტი დღეს ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს

29
(განახლებულია 14:54 28.01.2021)
საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს წლის ბოლომდე 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა 60%-ის აცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმას საქართველოს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

პარლამენტმა გუშინ რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ეხება. საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს.

საკანონმდებლო შესწორებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ ითვალისწინებს მოსახლეობის ვაქცინაციას მხოლოდ ჯანმოს მიერ დარეგისტრირებული ვაქცინებით, ასევე ვაქცინის მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად, რაც საქართველოს ავალდებულებს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა შესაძლო ზარალის ან ვაქცინაციის პროცესში გართულებების შემთხვევაში.

კანონში ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა – პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას მხარს უჭერს>>

გავრცელებული ინფორმაციით, თვის ბოლოს ქვეყანას ეცოდინება ვაქცინაციის გრაფიკი და ვაქცინის მიღების თანმიმდევრობა. ვაქცინაციის პროცესი მკაცრად გეგმის მიხედვით ჩატარდება.

სოციოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარდა, აჩვენა, რომ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც თანახმა არიან, აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 50-დან 60 პროცენტამდე მერყეობს.

საქართველო ვარაუდობს, რომ 20 ათას დოზა ვაქცინას თებერვალში მიიღებს. ეს, სავარაუდოდ, Pfizer-ის (ამერიკულ–გერმანული წარმოების) ვაქცინა იქნება.

ეკონომიკის სრული გახსნისთვის მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრაა საჭირო. ამას შეიძლება დაახლოებით 164 მლნ ლარი დასჭირდეს.

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

29
თემები:
საქართველოს პარლამენტი
სასამართლო

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

0
(განახლებულია 17:00 28.01.2021)
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავებიან.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.  გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მოსამართლემ ასევე სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ . მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. 

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა  პროკურატურამ დღეს დააყენა.  პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა თითოეულისთვის  30 000 ლარს შეადგენდა. ასევე, ბრალდების მხარემ მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე და გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ.

ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის, რომ საგამოძიებო ქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე  ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. 

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ