ოპოზიციის აქცია 11.12.2020

სკანდალი ქართულ პოლიტიკაში: ISFED-ის ახალმა შედეგებმა ცხარე კამათი გამოიწვია

484
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხმების დათვლის შედეგები თითქმის მთლიანად დაემთხვა საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შემაჯამებელ მონაცემებს

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა („სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“) პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა და პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი გამოიწვია.

ISFED 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ცესკოს პარალელურად ახორციელებდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ახალი მონაცემების საფუძველზე მას კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი ადგილების მიღება შეეძლო.

ამავე დროს პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები პრაქტიკულად მთლიანად ემთხვევა ცესკოს შედეგებს.

„შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში მკაფიოდ ნათქვამია, რომ სხვაობას პარლამენტში სადეპუტატო მანდატების რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლაში გამოვლენილი ხარვეზი არსებითი არ არის და ის იმდენად მცირეა, რომ არც ერთი პარტიის მანდატების რაოდენობაზე არ ახდენს გავლენას, აცხადებს ISFED-ის ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე.

თუმცა ამ მტკიცებულებას ყველა არ ეთანხმება. და არა მხოლოდ ოპოზიციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება იმის შესახებ, რომ „პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, არ შეესაბამება სიმართლეს“,- განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას არჩევნების შედეგების მიხედვით უფრო მეტი მანდატის მოპოვება შეეძლო.

„ქართული ოცნება“ კმაყოფილია

მთლიანობაში „ქართულ ოცნებაში“ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტების გამო კმაყოფილებას არც მალავენ.

„ცესკოს შედეგებისა და პარალელური დათვლის (PVT-ის) მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისგან ღიად მოითხოვა ბოდიშის მოხდა.

„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკო-ს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის პრეტენზიები

ოპოზიციაში კი ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

„არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეორეც, ჩვენი მტკიცებულებები მხოლოდ ISFED-ს არ ეყრდნობოდა, ეყრდნობოდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც შეტანილი გვქონდა სასამართლოში და საოლქოებში და რომელთა განხილვაზეც უარი თქვა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებმა, ასევე სასამართლომ“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ოპოზიციაში ასევე არჩევნების სხვა პრობლემებზე განაცხადეს.

უფრო მეტიც, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახეს კავშირი ახალ შედეგებსა და პარლამენტის პირველ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის, როდესაც ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ხმის დათვლის ხარვეზებზე ღიად საუბრობდნენ.

„არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა“ და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, მაშინ როდესაც ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობის გამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი არის კონფიდენციალური. შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით, ეს მოხდა უკანონო მიყურადების შედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, ეს შედეგები შესაძლოა გადამწვეტი გახდეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების პროცესში, რომლის მორიგი რაუნდი ორშაბათს გაიმართება.

ამ დროისათვის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა, უკვე განაცხადეს უარი სადეპუტატო მანდატებზე და პარტიული სიების ჩახსნის შესახებ ცესკოს მიმართეს.

484
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (258)
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

9
დღეს სტრასბურგში გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია, რომელიც მთელ კვირას გასტანს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

უწყების ინფორმაციით, ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

სესიაზე მსჯელობის მთავარი საგანი გლობალური პანდემია და კოვიდ–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იქნება. დელეგატებს სიტყვით მიმართავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

ამასთან, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელიც  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს შეეხება.

ანგარიშს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი.

„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, -  განაცხადა კახა კუჭავამ.

სტრასბურგში მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი პარტიიდან არიან ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი. დელეგაციის წევრია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი ფრიდონ ინჯიაც.

9
თემები:
საქართველოს პარლამენტი

ოპოზიციის აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს თბილისში აქცია გამართეს

56
სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მომხრეების ჯგუფმა კვირას საღამოს თბილისის ცენტრში კომენდანტის საათის დროს საპროტესტო აქცია გამარტეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ პლაკატებით ჩაიარეს რუსთაველის გამზირი მას შემდეგ, რაც ქალაქში საკომენდანტო საათი ამოქმედდა. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მისი მონაწილეები არ დაუკავებიათ და არ დაუჯარიმებიათ.

საღამოს აქციის მონაწილეები საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ და საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტისადმი უნდობლობას გამოხატავდნენ.

56
ადამიანები პირბადეებით

სპეციალისტები: შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა ინფიცირების ზრდას გამოიწვევს

0
(განახლებულია 10:30 25.01.2021)
სპეციალისტები შეზღუდვების სრულად მოხსნას ეწინააღმდეგებიან, თუმცა აცხადებენ, რომ გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა ინფიცირებული პაციენტების დრამატულ ზრდას გამოიწვევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო>>

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა გამოიწვევს პაციენტების რაოდენობის ისეთივე დრამატულ მატებას, როგორიც გვქონდა ჩვენ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და დეკემბერში. იცით, რომ ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ ვერც მედიკოსები, ვერც სისტემა“, - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, ნელ-ნელა შეზღუდვები უნდა მოისხსნას, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზეც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირებულთა ზრდა კვლავ დაფიქსირდება, შეზღუდვების შემოღება აუცილებელი გახდება.

„შეიძლება ჩვენ არ აღვადგინოთ უცხოელების ვიზიტი საქართველოში, მაგრამ შიდა ტურიზმი უნდა აღდგეს. ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ შემთხვევების მატებას და ამის მიხედვით გავამკაცროთ ან შევამსუბუქოთ რეგულაციები“,- განაცხადა ღოღობერიძემ.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გუშინ დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 253,5 ათასს ჭარბობს, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

„გაიგონონ ბავშვების ხმა“: მზიურში მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები