თალაკვაძე პარლამენტის გეგმებზე: ჩვენ ახლა ორი მთავარი ამოცანა გვაქვს

© photo: Parliament of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის წინაშე ამ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას - პანდემიის შეჩერება და ეკონომიკის აღდგენა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა>>

თალაკვაძემ პარლამენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ ამოცანაზე – პანდემიის შეჩერებაზე  მთავრობა აქტიურად მუშაობს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მთავრობა მომავალ კვირაში დაკომპლექტდება

„იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა. მეორე ამოცანაა ეკონომიკის აღდგენა ​და სტაბილიზაცია. ეს ორი ამოცანა მოკლევადიან პერიოდში პარლამენტის საზრუნავიც იქნება, თუმცა პარლამენტს აქვს თავისი საკონსტიტიციო მოვალეობები, პირველ რიგში, კანონშემოქმედებითი საქმიანობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა სოციალური დაცვის, განათლების სისტემის გაუმჯობესება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება, პატიმრობაში მყოფ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა, საპენსიო სისტემის სრულყოფა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მისაღები აქვს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რათა მხარი დაუჭირონ ქვეყანაში დღეს არსებულ პრიორიტეტებს.

„ესაა სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესება, ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, განათლების სისტემის გაუმჯობესება, დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ზრუნვა პატიმრობაში მყოფ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე, საპენსიო სისტემის სრულყოფა. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრებოდა – მმართველი გუნდის ორი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

გამართავს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს – კობახიძის განმარტება>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია.

ყველა ახალი ამბავი
0