მეათე მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყველა კომიტეტს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა 15 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა. პირველ სხდომაზე რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატმა გაიარა.

ყველა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებისგან შეირჩა.

კომიტეტებში თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა:

– აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი,

– ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე,

– განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი,

– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე,

– დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი,

– დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია,

– ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი,

– თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია,

– იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ანრი ოხანაშვილი,

– რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი,

– საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე,

– საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი,

– საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე,

– სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი,

– ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0