ზურაბიშვილმა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა

© photo: Sputnikსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან დიალოგის დაწყების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

ჟენევა - Sputnik საქართველო
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მხარეებს ნდობის გამტკიცებისკენ მოუწოდებენ

„გაყინული კონფლიქტების გადაჭრისთვის ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გასვლაა აუცილებელი... არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, იყო ერთადერთი მხარე, რომელიც უარს აცხადებს დიპლომატიაზე. უნდა აღინიშნოს – და ამაში ნაწილობრივ ვეთანხმები ოპოზიციას – რომ რუსეთთან პარალელური დიპლომატია არ არის გამართლებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დიალოგს თავისი ფორმატი აქვს და ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საჭიროა დისტანციის შემცირებისა და გაერთიანებისთვის გზების მოძიება და ამისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0