თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 88 ხმით მიიღო დადგენილება მეათე მოწვევის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილი: „დავიღალეთ“ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვით>>>
პირველ სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრება – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდის კიდევ ორი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.
ამ დროისათვის დეპუტატები ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცს დებენ.
„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“, — ფიცის ტექსტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წაიკითხა.
ფიცის დადების შემდეგ თითოეული დეპუტატი ხელს მოაწერს ფიცის ტექსტს.
პარლამენტის სხდომის პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი უკვე მოაწერეს მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და პარტიული სიების „ჩახსნის“ შესახებ.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“. მიუხედავად ამისა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატილი საქართველო" ვენეციის კომისიას ის ორი სადავო კანონპროექტი გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება (საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება).
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ინიციატივით, კანონპროექტის შემდგომი განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერდა.
ძირითადი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს არ იტყვის მანდატებზე.
პარტია ასევე ვერ შეძლებს წლიური დაფინანსების მიღებას, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტის წინა სესიის ყველა სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენს. გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე დარჩება ბლოკში შესული პარტია, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტში არ შევა, ან თუ პარლამენტში შესული პირები წინა ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ პარლამენტის სხდომებს. ამასთან ერთად, პარტიები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდებათ, ვერ შეძლებენ ახალი საარჩევნო კამპანიის პერიოდში უფასო საეთერო დროით სარგებლობას.
კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.
საქართველოს პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>
საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საღირაშვილს 2018 წლიდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); მანამდე კი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
საღირაშვილი 2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი იყო. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
მოდელი ქეთი ჟღენტი მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფება. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცივა ქალაქის ქუჩებში, სადაც ის თოშა ქებურიასთან ერთად სეირნობს.
მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტს გასული წლის სექტემბერში მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის მანამდე, 2018 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია. ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ კანის სანაპიროზე სთხოვა და ისინი მალე დაქორწინდნენ კიდეც.
View this post on Instagram
„თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით Katie, marry me, გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება“, – იხსენებს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram
ცოლობაზე თანხმობის შემდეგ წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.