თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია მმართველ პარტიას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობების გადახედვისკენ მოუწოდებენ, ნათქვამია აშშ-ის დიპლომატიური მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური ლიდერები ბოლო ექვსი თვეა მონაწილეობენ ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მხარეებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ურთიერთგაგებას მიაღწიეს, რომელიც, მისი მიღების შემთხვევაში, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოში საარჩევნო გარემოს.
„ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისათვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიური მისიები წუხილს გამოთქვამენ, რომ მათ ვერ შეძლეს ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე და, პარტიების მხრიდან შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, მზად არიან მხარი დაუჭირონ დიალოგს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს გაიხსნა.
სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი დიდი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბა და ხელი მოაწერა მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და პარტიული სიების „ჩახსნის“ შესახებ.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“. მიუხედავად ამისა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიცია კენჭისყრის შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ჩატარებული ოთხი შეხვედრა ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი რეგონული ტურნეს ფარგლებში 27–28 იანვარს საქართველოს ეწვევა, ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან და ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეგიონული ტურნე აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო. საქართველოდან იგი რუსეთში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან. ზარიფის გეგმებშია ასევე სომხეთში ვიზიტი.
როგორც ტურნეს დაწყებამდე მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, იგი იმ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავს, რომელთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%-ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.
საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა.
თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა საქმიანობას, პირველ რიგში კაბინეტიდან „წითელი ღილაკი“ მოაშთო, რომელიც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დიეტური კოლას გამოსაძახებლად დააყენებინა. პრეზიდენტმა ასევე უკან დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომელიც აქ ბილ კლინტონის დროს მოიტანეს.
როგორ იცვლებოდა ოვალური კაბინეტის დეკორაცია აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროიდან და რა ცვლილებები შეიტანა მის გაფორმებაში ჯო ბაიდენმა, ჩვენს ფოტოლენტაში იხილავთ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში დააბრუნა ოქროსფერი ფარდები და ლურჯი ხალიჩა, რომლებიც აქ პირველად ბილ კლინტონის დროს მოიტანეს. როგორც ბევრმა წინამორბედმა, მანაც დაიტოვა 1880 წელს ხომალდი „რეზოლუთის“ ხისგან დამზადებული მაგიდა
ოვალური კაბინეტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის დროს
თანამედროვე ოვალური კაბინეტი 1933 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტის დროს გაფორმდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 32-ე პრეზიდენტს ქონდა ლურჯ-მწვანე ხალიჩა და მუქი მწვანე პორტრეტები
ოვალური კაბინეტი ჯონ კენედის დროს ისეთივე იყო როგორც მისი ორ წინამორბედის - ტრუმეისა და ეიზენჰაუერის პერიოდში. კენედისათვის ოვალური კაბინეტის განახლება დაიწყეს 1963 წელს მისი დალასში გამგზავრებისას, სადაც პრეზიდენტის სიცოცხლე თავდასხმას შეეწირა
37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა კაბინეტში მუქი ლურჯი ხალიჩა დააგებინა და ოქროსფერი ფარდები დააკიდინა. ის კაბინეტად სხვა ოთახს იყენებდა, ოვალურ კაბინეტში კი, მაგალითადმ გოლფ ეთამაშებოდა კომიკოს ბობ ჰოუპს. ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი და პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ოვალურ კაბინეტში
პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი კაბინეტს ძირითად სამუშაო სივრცედ იყენებდა. მან ნიქსონის მუქი ხალიჩა ოქროსფერით ჩაანაცვლა
ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსის დროს ოვალური კაბინეტი 1990 წელს
ბილ კლინტონის სკანდალურ კაბინეტში ეკიდა რამდენიმე ნახატი, მათ შორის ჩაილდ ფრედერიკ ჰასამის „ავენიუ წვიმის დროს“, რომელიც ახლა ბაიდენმაც დააბრუნა. ხელოვნების ნიმუშებს თეთრ სახლს დროებით გამოსაყენებლად აწვდის აშშ-ის ეროვნული სამხატვრო გალერეა
ჯორჯ ბუში უმცროსის დროს კაბინეტში მოკრძალებული ფერები ჭარბობდა, ხალიჩის დიზაინი კი მის მეუღლეს - ლორას ეკუთვნოდა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოვალურ კაბინეტში და „ავენიუ წვიმის დროს“. წითელი ფარდები აქ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში გამოჩნდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას 2021 წლის 20 იანვარს შეუდგა და პირველ რიგში კაბინეტიდან მოიშორა „წითელი ღილაკი“, რომლითაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი დიეტურ კოლას იძახებდა
ჯო ბაიდენმა ბევრი ცვლილება შეიტანა ოვალურ კაბინეტში. მან საოჯახო ფოტოები სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტი ცეზარ ჩავესის ბიუსტის გარშემო განათავსა, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი ააღებინა