„ელჩებთან მოლაპარაკების ოთახიდან დამარცხებული არავინ გამოვა“ – ალეკო ელისაშვილი

© photo: Alexander Elisashvili / FBალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ბოიკოტი ოფიციალური დოკუმენტით გააფორმეს.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ისტორიულ ფაქტად აფასებს იმას, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ელჩების მეშვეობით რამდენიმე საკითხი დაათმობინა. ამასთან დაკავშირებით ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრა.

პოლიტიკოსის თქმით, თუ ოპოზიცია ხელს მოაწერს შეთანხმებას და ქვეყანაში კარგი საარჩევნო სისტემა იქნება, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, მაშინ ყველა გამარჯვებული გამოვა.

მისი თქმით, მოლაპარაკების ოთახიდან არავინ დამარცხებული არ გამოვა, „უბრალოდ, ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან“.

ოპოზიციის მემორანდუმი დეპუტატების მანდატების უარყოფაზე - Sputnik საქართველო
მინუს ოთხი: ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს
„იმ ოთახიდან არავინ დამარცხებული არ გამოვა, უბრალოდ ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან, აი, თან რომ მანდატებს ხევენ და იქ მოლაპარაკებაზე წამოვლენ და ხელს მოაწერენ, თუმცა ესეც მათი არჩევანია, ეს კიდევ ჩვენი არჩევანია და მერე თქვენ გადაწყვიტეთ – ვინ არის გამბედავი და ვინ არის ორჭოფი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში არიან შეკრებილი და სადეპუტატო მანდატებზე უარს საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით აფიქსირებენ.

ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „მოქალაქეებმა“.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: „დავიღალეთ“ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვით

პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ისინი მმართველი პარტიის შემდგომ მოქმედებებს ელოდებიან.

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას 150-დან ესწრება 90 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

პირველ სხდომაზე მოხდება საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დაკომპლექტება. გარდა ამისა, დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და 15 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეს.

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, უფლებამოსილება შეუჩერდება.

ყველა ახალი ამბავი
0