საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სამუშაო დღე
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სამუშაო დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა. კანონმდებლებმა რეგისტრაციის პროცედურა დილიდან გაიარეს.

პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელმაც სიტყვით მიმართა დეპუტატებს.

"მივესალმები საზოგადოებას, რომელის ჩვენ გვიყურებს და გვეუბნება – დავიღალე! და რომლის წინაშე ანგარიშვალდებულია პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებსა თუ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვებისა და გაშუქების პროცესში. 

ოპოზიციის აქცია. 2020 წლის 11 დეკემბერი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ქართულ დემოკრატიას „მარხავს"

პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო, საქართველოს სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და საპატიო სტუმრები. 

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას 150-დან ესწრება 90 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

პირველ სხდომაზე მოხდება საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დაკომპლექტება. გარდა ამისა, დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და 15 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეს.

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, უფლებამოსილება შეუჩერდება. 

პარლამენტის სხდომა ოპოზიციის საპროტესტი აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0