ოპოზიციონერმა აქტივისტებმა პარლამენტის დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს

© Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია. 2020 წლის 11 დეკემბერი
ოპოზიციის აქცია. 2020 წლის 11 დეკემბერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პიკეტები მოაწყვეს. იქვე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები, ისინი სკანდირებენ და შეძახილებით აცილებენ ყველას, ვინც შენობაში შედის.

აქციის მონაწილეებმა სირცხვილის დერეფნები მოუწყვეს იმ დეპუტატებს, რომლებმაც ახალ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. მომიტინგეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას აპირებენ.

ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის უკვე მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს

პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტიდან ასიოდე მეტრში – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ.

პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. თუმცა მანდატებზე საბოლოოდ უარის თქმას მათგან შვიდი პარტია აპირებს.

პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჯერჯერობით ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ისინი მმართველი პარტიის შემდგომ მოქმედებებს ელოდებიან. „ქართულ ოცნებასთან“ თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სადაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებენ.

დანარჩენი პარტიები პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი პარტიული სიების გამოწვევას და მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებების დაწერას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0