ვითარება პარლამენტთან: დეპუტატები სხდომისთვის, ოპოზიცია კი პროტესტისთვის ემზადება

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა ოპოზიციური პარტია, რომლებმაც სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს, კენჭისყრის შედეგებს არ ცნობს და ახლადარჩეულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ახალი პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის – მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში გარკვეულწილად ყველაზე უჩვეულო იქნება.

სხდომას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები დაესწრებიან. დარბაზში ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები თავისუფალი იქნება. მიუხედავად მოლაპარაკებების ოთხი რაუნდისა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
ახლადარჩეული პარლამენტი საქართველოს მთავრობას უფლებამოსილებას შეუჩერებს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდული ორგანიზაციები რამდენიმე აქცია–პერფორმანსის გამართვას გეგმავენ. ოპოზიციის ლიდერები, თავის მხრივ, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისა და პარტიული სიების მოხსნის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.

აქტივისტებს პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან ე.წ. სირცხვილის დერეფნები აქვთ მოწყობილი. მათი განცხადებით, ისინი მმართველი პარტიის თითოეული დეპუტატის დახვედრას და ერთპარტიული პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტის დაფიქსირებას გეგმავენ.

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რეგისტრაცია 11:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0