ახლადარჩეული პარლამენტი საქართველოს მთავრობას უფლებამოსილებას შეუჩერებს

© photo: Government of Georgia / FBმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე კანონმდებლები საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს გადაწყვეტენ.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს პირველ სხდომაზე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს. 

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს

პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება – სხდომათა დარბაზში ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები, საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფალი იქნება.

ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლით.

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, უფლებამოსილება შეუჩერდება. ამის შემდეგ პარტია, რომელმაც არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა, საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს, რომელსაც პრეზიდენტი, თავის მხრივ, ნდობის გამოსაცხადებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურების მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის შეცვლას არ გეგმავს

ამასთან, კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად კი საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

როგორც ადრე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“  მოქმედი მთავრობის მეთაურის შეცვლას არ გეგმავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას ოფიციალურად პარლამენტის პირველივე სხდომაზე წარადგენს. გახარია მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია. 

პირველ სხდომაზე ასევე მოხდება საპარლამენტო ფრაქციებისა და უმრავლესობის დაკომპლექტება. გარდა ამისა, დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და პროფილური კომიტეტების თავმჯდომარეებს. 

მემორანდუმის ხელმოწერა - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ 90 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციურ პარტიებს კი 60.

რვა ოპოზიციური პარტია, რომლებმაც სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს, კენჭისყრის შედეგებს არ ცნობს და ახლადარჩეულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდული ორგანიზაციები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

ყველა ახალი ამბავი
0