„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის შეცვლას არ გეგმავს

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიისთვის გიორგი გახარია, როგორც მთავრობის მეთაური, შეუცვლელ კანდიდატად მიიჩნევა – საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას ოფიციალურად, სავარაუდოდ, პარასკევს წარვადგენთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს გადაწყვეტენ. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს – რას ითვალისწინებს რეგლამენტი

კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის მოქმედი მეთაური გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურად ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაასახელა. გახარია პარტიული სიის პირველი ნომერია.

ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა და ხელისუფლება მესამე ვადით შეინარჩუნა.

„რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, პირველ რიგში, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული კონსულტაციები გვექნება. თუმცა, თავიდან გიორგი გახარიასგან დაველოდებით ინფორმაციას, რომელმაც მთავრობის შემადგენლობა უნდა დააკომპლექტოს“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში 90 ადგილი ექნება მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, ხოლო 60 – რვა ოპოზიციურ პარტიას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს.

აღნიშნულ საკითხზე და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მიმდინარეობს მსჯელობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე, გადამწყვეტი რაუნდის გამართვა დღეს, 10 დეკემბერს იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0