უვადო აქცია ბათუმში: რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინდელი აქციისგან განსხვავებით, ამჯერად პროტესტი ექსცესების და პოლიციასთან დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია-პერფორმანსი გაიმართა საჰაერო ბუშტებით, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

წითელი ბუშტები ცაში: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა >>

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის ფანჯრების ქვეშ ფერადი საჰაერო ბუშტები დაამაგრეს.

გუშინდელი აქციისგან განსხვავებით, ამჯერად პროტესტი ექსცესებისა და პოლიციასთან დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს.

„პერფორმანსები ბუშტებით ყოველდღე გრძელდება. გუშინ მთელმა საქართველომ ნახა „ქართული ოცნების“ სამარცხვინო საქციელი და, განსაკუთრებით, თორნიკე რიჟვაძის, რომელსაც ბუშტების ეშინია და ადამიანებს აკავებენ იმის გამო, რომ ისინი ბუშტებს უშვებენ. აქცია სიმბოლურად გაგრძელდება“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ბეგი ტაკიძემ.

მაგრამ ამით დღევანდელი პროტესტი არ დამთავრებულა, აქტივისტები სხვადასხვა პერფორმანსებს გეგმავენ, აჭარის მთავრობის წინ უკვე საჭიდაო მოედანი მოეწყო.

საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ბათუმში: მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კაფე გახსნეს

აქციაზე მშვიდი ვითარებაა. ადგილზე პოლიცია პატრულირებს.

გუშინ ბათუმის აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა ბუშტების გაშვება გადაწყვიტეს, პოლიციამ კი მათ ხელი შეუშალა. შედეგად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ორი ადამიანი დააკავეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის რეზო ხარაზის სასამართლო პროცესი გადაიდო. მეორე დაკავებულს, ირაკლი ჩხვირკიას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

აჭარის მთავრობის სახლთან უვადო საპროტესტო აქცია 8 ნოემბრიდან იმართება. მისი მონაწილეები მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აჭარის მთავრობის სახლთან კარვები დგას.

ყველა ახალი ამბავი
0