ვოლსკი: ოპოზიცია ქვეყანაში დაუმორჩილებლობის ტალღის აგორებას ვერ შეძლებს

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები ერთნაირია შინაარსითა და პათოსით, მიზანი კი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში დაუმორჩილებლობის მეორე ტალღას ვერ ააგორებს, რამდენადაც ხალხს კარგად ესმის, თუ რამდენად მძიმე გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და მსოფლიო. 

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
„ეს უპასუხისმგებლობაა“ – ამირან გამყრელიძე საპროტესტო აქციებზე აჭარაში

ასე გამოეხმაურა ვოლსკი ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, არ დაემორჩილონ შემზღუდველ რეგულაციებს, რადგან ბევრი მათგანი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უკვე შესულია.

„მუქარა, რომ საქართველო დაუმორჩილებლობამ უნდა მოიცვას, ყოველივე ეს ამ ოპოზიციური ერთობის საერთო განწყობა და შინაარსია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციით ემუქრება“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო მთავრობამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. 

ცერცვაძე: ვირუსის გართულებები საფრთხეს უქმნის როგორც ხანდაზმულებს, ასევე ახალგაზრდებს>>>

დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები, სასწავლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს – 79 ფიზიკური პირი „იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის“ ფაქტზე, 905 კი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0