ცესკოს პრეს-სპიკერმა თანამდებობა დატოვა

© Sputnik / Alex Shlamovანა მიქელაძე
ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის დაკავებული თანამდებობის დატოვება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

აწ უკვე ყოფილი პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო.

ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო
აქტივობა, საჩივრები და დარღვევები: ცესკომ მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და, რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, – დაწერა მიქელაძემ.

მან მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს, პარტნიორებსა და ჟურნალისტებს, რომლებთანაც დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ანა მიქელაძე ცესკოს ბრიფინგზე ბოლოს ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა, ამის შემდეგ არჩევნების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს პრეს-სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი აწვდიდა.

ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო
დარღვევები არჩევნებზე: ცესკო საჩივრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პრესაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიქელაძემ თანამდებობა არჩევნების გაყალბების გამო დატოვა, თუმცა ცესკოში მისი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. მაგრამ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარისა და გაყალბებაში მონაწილე ყველა პირის გადადგომას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0