„პერსპექტივა არის“ – ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებასთან ოპოზიციის მოლაპარაკებებს აფასებს

© press-service of the European Union in Georgiaკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლელი დიპლომატების შეხვედრა ქართული ოპოზიციის ლიდერებთან საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოში კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, რომლებმაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში შუამავლის ფუნქცია იკისრეს, ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

ოპოზიციის აქცია. 14.11.2020 - Sputnik საქართველო
იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია. გასულ კვირაში დასავლელი დიპლომატები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. ეს ერთგვარი მომზადება იყო მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის. ანალოგიური შეხვედრა მიმდინარეობს დღესაც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში.

„რა თქმა უნდა, არსებობს მოლაპარაკებების პერსპექტივა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს. ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რაც მოლაპარაკებებს წინ წასწევს", – განუცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ელჩებმა პირველი შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან გამართეს, რომელმაც კვლავ გაიმეორა მთელი ოპოზიციის აზრი, რომ მოლაპარაკებების საგანი შეიძლება მხოლოდ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები გახდეს.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერი: ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ახლანდელი დინამიკა აქციებს უკავშირდება

„ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელმოწერის დროს – პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები... ველოდებით ივანიშვილის წარმომადგენლებს უკვე წინადადებით, რომ უკვე ამა და ამ დროს ინიშნება ახალი არჩევნები", – განაცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამჟამად ელჩები ხვდებიან „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს. სხვა ლიდერებთან შეხვედრა დღის განმავლობაში გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, საიდანაც რვა ოპოზიციურია, მაგრამ ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ>>

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0