მმართველი პარტია არჩევნების დასრულებას აღნიშნავს

მმართველი პარტიის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში 17-ვე ოლქში გაიმარჯვეს

98
(განახლებულია 10:13 22.11.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში მოიგეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 85%-ზე მეტი მიიღეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში მოიგეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 85%-ზე მეტი მიიღეს, ამის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებშია ნათქვამი.

ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდის ოლქში ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 94,06% მიიღო, ხოლო ყველაზე  ნაკლები - ნინო ლაცაბიძემ რუსთავი-გარდაბნის ოლქში - მას მხარი დაუჭირეს ამომრჩეველთა 87,65%-მა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და მხარდამჭერებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა, მისმა კანდიდატებმა მაინც ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს.

მეორე ტური მიმდინარეობდა ძალიან დაბალი აქტივობის ფონზე - უბნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ ამომრჩეველთა 26,29% მივიდა.

არჩევნების შედეგები თბილისში:

ოლქი        აქტივობა, % დათვლილი უბნები, %  მმართველი პარტიის კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატი
მთაწმინდა-კრწანისი

22,44

 

88% ბექა ოდიშარია, 91,51% შალვა შავგულიძე("ევროპული საქართველო") — 8,49%
ვაკე  21,68%  93%  ნოდარ ტურძელაძე — 93,7%  ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო") — 6,3%
საბურთალო    21,07% 73% დავით სერგეენკო — 89,97% ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") —10,03%
ისანი         21,55% 56% კახა კახიშვილი — 92,74% ხატია დეკანოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 7,26%
სამგორი   22,77% 33% სოზარ სუბარი — 88,19% ლევან ხაბეიშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 11,81%
დიდუბე-ჩუღურეთი 25,02% 71% გია ვოლსკი — 89,66% ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი") — 10,34%
ნაძალადევი     20,04% 51% მიხეილ ყაველაშვილი — 91,14% შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") — 8,86%
გლდანი   20,5% 89% ლევან კობიაშვილი — 89,22% ნიკა მელია  ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 10,78%

არჩევნების შედეგები რეგიონებში:

ოლქი აქტივობა, % დათვლილი ხმები, % მმართველი პარტიის კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატი
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი 33,72% 79% ირაკლი ქადაგიშვილი— 89,67% გიორგი ბოტკოველი — 10,33%
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი 32,49% 89% შალვა კერესელიძე— 93,23% ცეზარ ჩოჩელი — 7,75%
რუსთავი, გარდაბანი 29,23% 54% ნინო ლაცაბიძე — 87,65% დავით კირკიტაძე — 12,35%
ხაშური-ქარელი 33,21% 78% ზაალ დუგლაძე — 91,04% ნატო ჩხეიძე — 8,96%
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი 34,51% 78% ბეჟან წაკაძე — 91,87% კახა გეწაძე — 8,13%
ქუთაისი  21,83% 37% ზაზა ლომინაძე — 93,6% გრიგოლ ვაშაძე — 8,54%
ზუგდიდი        28,58% 42% ირაკლი ჩიქოვანი — 94,06% მალხაზ ჯალაღონია — 5,94%
ბათუმი    24,35% 40% რესან კონცელიძე — 88,47% ლევან ვარშალომიძე— 11,53%
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო 39,29% 52% ანზორ ბოლქვაძე — 88,73%  მიშა ბოლქვაძე — 11,27%

              

                        

         

            

            

                   

 

          

98
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
პრაღა

აბაშიძისა და აკარასინის პირისპირ შეხვედრა შეიძლება 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართოს

30
(განახლებულია 01:12 28.11.2020)
ეპიდემიური ვითარების მიხედვით, რუსი და ქართველი დიპლომატების მოლაპარაკებები შეიძლება ჩვეულებრივ ფორმატშიც გაიმართოს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს: ვითარება მთიან ყარაბაღში, ავიამიმოსვლის აღდგენა, სატვირთო ავტოგადაზიდვები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ა.შ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის  სამინისტროების წარმომადგენლები.

„მიმოიხილეს რუსულ–ქართული სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკური კონიუნქტურისა და კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მნიშვნელობით მეორე საგარეო–სავაჭრო პარტნიორი და ქართული პროდუქციის, პირველ რიგში, ღვინის, მსხვილი იმპორტიორია“, – აღნიშნულია რუსული სამინისტროს განცხადებაში.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია მოსკოვში ქართული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემითა და თბილისში რუსული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემით.

საქართველომ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა: აბაშიძე განმარტავს>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

30
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ახალ შესაძლებლობებზე ყარაბაღთან დაკავშირებით

53
კორონავირუსის პანდემიის გამო გრეგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის არაფორმალური დიალოგი ვიდეოფორმატში გაიმართა

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია საქართველოსთვის ტრანსპორტისა და ეკონომიკის სფეროებში ახალ შესაძლებლობებს ხსნის, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გამოქვეყნდა.

გახარია რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: „ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე და კორონავირუსზე“>>

რუსეთის ფედერაციის სენატორმა გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა იმსჯელეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 9 ნოემბრის განცხადების მნიშვნელობაზე.

„აღნიშნული სამმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია, კერძოდ, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა კავკასიური სახელმწიფოსთვის საქართველოს ჩათვლით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ვიდეოკონფერენციის ერთ–ერთი თემა იყო ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ივლისში დროებით აიკრძალა საჰაერო მიმოსვლა საქართველოში.

მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან>>

 „ამისთვის პირობები კარგად არის ცნობილი: ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა საქართველოში და რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მუქარის გაქრობა. გარდა ამისა, ორივე ქვეყანაში უნდა მოგვარდეს სანიტარულ–ეპიდემიური ვითარება, რაც  COVID-19–მა გამოიწვია“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული მხრიდან დადასტურდა ქართველ პარტნიორებთან კონსტრუქციული ურთიერთობების მზადყოფნა COVID-19–ის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხში, მათ შორის, შემუშავებული ვაქცინის გამოყენების გზით.

ქართულ–რუსული ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტი გააპროტესტეს, რომელიც მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. თბილისში 2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციები გაიმართა. ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ 8 ივლისიდან.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

53
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

0
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

0