ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 8,29% შეადგინა

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიულეტენში მითითებულია ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი კანდიდატები არჩევნებიდან მოხსნეს

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ამომრჩეველთა აქტივობამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 12:00 საათისთვის 8,29% შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

კერძოდ, 08:00 საათიდან საკუთარი არჩევანი 177 462 მოქალაქემ გააკეთა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში - 11,4%, ყველაზე დაბალი - საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში - 6,2%“, - აღნიშნა იოსელიანმა.

შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩევლები არჩევანს გააკეთებენ იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, ისინი ხმის მიცემას 1 923 უბანზე შეძლებენ. კენჭისყრა ასევე იმართება კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.

© Sputnik / Konstantin Ivanovმაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 8,29% შეადგინა - Sputnik საქართველო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0