ბოიკოტი, კრიზისი და არჩევნები: როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

© Sputnik / Seyran Baroyanსაპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების პროტესტის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართება

მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი გახდა, ვინაიდან თავის ოლქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა - უარი თქვა დეპუტატის მანდატებზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა მათი კანდიდატები მაინც იქნებიან მითითებული ბიულეტენებში. კანონმდებლობის თანახმად, პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები მეორე ტურში ავტომატურად გადადიან.

© video: Sputnik / Anna Anastasiadi, Vladimir Umikashviliპოლიტიკური კრიზისი საქართველოში:არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება
ბოიკოტი, კრიზისი და არჩევნები: როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში:არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

ოპოზიციის იგნორი

თავდაპირველად ოპოზიცია მეორე ტურზე მისული ამომრჩევლებისთვის „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობას გეგმავდა. მაგრამ მოგვიანებით მათ უარი თქვეს ამ იდეაზე და კენჭისყრის დღეს „წერტილოვანი პროტესტები“ დააანონსეს.

თუმცა დღეს, თანამოაზრეებთან კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა, არაფერი მოიმოქმედოს.

„ნებისმიერი სახის აქცია, რაც არ უნდა გაგვემართა ჩვენ, გარკვეულ მნიშვნელობას და დატვირთვას მისცემდა მეორე ტურებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ეს არის სრული ფარსი, რაც ხვალ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, ჩვენ არ ვაღიარებთ არც პირველი ტურის შედეგებს და არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ მივცეთ ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა მეორე ტურებს და გავაუქმეთ ყველა აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კოლეგის პოზიცია დაადასტურა.

„მეორე ტური არის თავიდან ბოლომდე ფიქცია, რათა „გაიპრავოს“ 31 ოქტომბერს ჩადენილი ძალადობა და გაყალბება, ამიტომ საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრის, არის იგნორი“, - განაცხადა უგულავამ.

საქართველოს შსს-მ უკვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ არჩევნების დღეს ქვეყანაში გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები, ყველა უკანონო მოქმედება კი მკაცრად და დაუყოვნებლივ დაისჯება.

კანდიდატები

17-ვე ოლქში მეორე ტურში მონაწილებას მიიღებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც 16 ოლქში პირველ ადგილებზე გავიდნენ, გარდა თბილისის გლდანის ოლქისა.

მეორე ტური თბილისის რვავე ოლქში ჩატარდება, სადაც ოპოზიცია არჩევნების წინ შეთანხმდა ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე. სიურპრიზი გახდა მეორე ტურში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გასვლა, რომელიც იმ მომენტში გაერთიანებულ ოპოზიციაში არ მონაწილეობდა.

ოლქი   პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატი
მთაწმინდა-კრწანისი ბექა ოდიშარია  შალვა შავგულიძე - „ევროპული საქართველო“
ვაკე ნოდარ ტურძელაძე ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო“
საბურთალო დავით სერგეენკო ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“
ისანი   კახა კახიშვილი ხატია დეკანოიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
სამგორი   სოზარ სუბარი ლევან ხაბეიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
დიდუბე-ჩუღურეთი გიორგი ვოლსკი ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“
ნაძალადევი   მიხეილ ყაველაშვილი შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“
გლდანი   ლევან კობიაშვილი  ნიკა მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

 

მეორე ტური ჩატარდება ასევე ზოგ რეგიონში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან

ოლქი   პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი

თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბოტკოველი
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი შალვა კერესელიძე ცეზარ ჩოჩელი
რუსთავი, გარდაბანი ნინო ლაცაბიძე დავით კირკიტაძე
ხაშური, ქარელი ზაალ დუგლაძე ნატო ჩხეიძე
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი ბეჟან წაქაძე კახა გეწაძე
ქუთაისი    ზაზა ლომინაძე გრიგოლ ვაშაძე
ზუგდიდი    ირაკლი ჩიქოვანი  მალხაზ ჯალაღონია
ბათუმი    რესან კონცელიძე  ლევან ვარშალომიძე
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო  ანზორ ბოლქვაძე  მიშა ბოლქვაძე

 

რამდენიმე ციფრი 

საარჩევნო უბნები 17 ოლქის მცხოვრებთათვის დილის 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე იმუშავებს.

მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს 1 999 324 ამომრჩეველს, რომელსაც არჩევანი 1923 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე შეუძლია გააკეთოს.

კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები, რომლებიც მკურნალობენ კლინიკებში, იმყოფებიან საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაში, სპეცუბნებზე მისცემენ ხმას.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
ექსტრემალური კენჭისყრა: როგორ იმოქმედა პანდემიამ არჩევნებზე ― წესების ჩამონათვალი

მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ, გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურს არ დააკვირდებიან ოპოზიციური პატიების წარმომადგენლები. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად თავიანთი დამკვირვებლები გაიწვია.

ამის მიუხედავად, კენჭისყრის პროცესს დააკვირდება პარტიების 9 521 წარმომადგენელი, 47 345 ადგილობრივი და 920 საერთაშორისო დამკვირვებელი.

პროცესს გააშუქებს მასმედიის 65 964 წარმომადგენელი.

კორონავირუსის პანდემია

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, არჩევნები უპრეცედენტოდ მკაცრი სანიტარული ზომების დაცვით გაიმართება. ამომრჩეველი უბნებზე გამოცხადდება ნიღბებით, საარჩევნო კომისიების წევრები და მასმედიის წარმომადგენლები კი უბნებზე მოხვედრამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, მთელი დღის განმავლობაში ისინი ხელთათმანებით, ნიღბებითა და დამცავი ფარებით იქნებიან აღჭურვილი.

ამასთან კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირი, არავითარი დისტანციური ხმის მიცემა ან წინასწარ გახსნილი უბნები.

ოპოზიციის აქცია ცესკოსთან - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს

კენჭისყრის პროცედურა

კენჭისყრამდე ყველა ამომრჩეველი, გარდა კორონავირუსით ინფიცირებულებისა, ასევე კარანტინის ზონებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისა, მარკირების პროცედურას გაივლის.

მარკირება საქართველოში სავალდებულოა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

უბანზე შესვლამდე ყველა ამომრჩეველს ამოწმებენ იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას გავლილი მარკირება, რათა მოქალაქემ ხმის ხელმეორედ მიცემა ვერ შეძლოს.

არჩევნებზე მოქმედებს ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, რომელთაც ცესკოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური აწვდის.

მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლები ნიღბებით მონაწილეობენ, ყველა ამომრჩეველი ვალდებულია, ორჯერ მოიხსნას ნიღაბი - უბანზე შესვლისას საბუთების შემოწმების მომენტში და ბიულეტენის აღებისას.

ბიულეტენის აღების შემდეგ ამომრჩეველი შედის კაბინაში და ირჩევს სასურველ კანდიდატს. რის შემდეგაც მიდის ურნასთან, ათავსებს ბიულეტენს კონვერტში და აგდებს ყუთში.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
ბოიკოტი და კონსტიტუციის ნორმები: იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული?

აგიტაცია და დუმილის დღე

აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ არჩევნების დღეს - 21 ოქტომბრის 00:00 საათიდან 20:00 საათამდე. ამ დროს აკრძალულია ნებისმიერი პოლიტიკური რეკლამა ან მოწოდება ამომრჩევლისადმი, ხმა მისცენ ამა თუ იმ პარტიას.

ამასთან, პარტიებს დუმილის დროს არ ეკრძალებათ, თავიანთ მხარდამჭერებს აქტიურობისაკენ მოუწოდონ.

უსაფრთხოებას არჩევნებზე დაიცავს საქართველოს შსს. თუმცა პოლიციას უფლება არ ექნება, იმორიგეოს უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე ან მის გვერდით.

იქ მოხვედრას პოლიცია მხოლოდ რეალური საფრთხის წარმოქმნისას გამოძახების შემთხვევაში შეძლებს, რომლის აღმოფხვრის შემდეგაც ის ვალდებული იქნება, დატოვოს ტერიტორია.

გარდა ამისა, უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ნებისმიერი პარტიების აგიტატორების ყოფნა.

ხმების დათვლა

საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
მთავრობა: საარჩევნო უბნებზე დაცული იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები

ხმების დათვლა საარჩევნო უბნებზე დაიწყება უბნების დახურვისთანავე - 20:00 საათზე.

პროცედურა შემდეგნაირია - კომისიის წევრები ხსნიან დალუქულ საარჩევნო ყუთს და იწყებენ ხმების დათვლას.

დათვლის შედეგად ივსება ოქმი, რომელიც საოლქო კომისიაში იგზავნება და შემოწმების შემდეგ იტვირთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

არჩევნების შედეგები

გამარჯვებისთვის ორიდან ერთმა კანდიდატმა უნდა აიღოს ხმათა 50%-ზე მეტი.

წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად მეორე ტურში გამარჯვება არ მოქმედებს იმ დეპუტატთა რაოდენობაზე, რომლებიც პარლამენტში პარტიული სიით შედიან.

ხმების დათვლის ახალი სისტემით, დეპუტატების საბოლოო რაოდენობა ერთი პარტიიდან განისაზღვრება პროპორციულ არჩევნებზე მიღებული ადგილების რაოდენობით, ეს მონაცემები კი საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა.

ახალი სისტემის გათვალისწინებით, მმართველ პარტიას, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, მიღებული აქვს 76 ადგილი პარლამენტში და საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს.

ყველა ახალი ამბავი
0