კობახიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Irakli Kobakhidze / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ოპოზიციას შესთავაზა – ერთმანეთს პირდაპირ ეთერში, დებატების ფორმატში დაუპირისპირდნენ.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძელდება და თუ შეხვედრები წარმატებით დასრულდა, ოპოზიცია ალბათ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკარტიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

ცესკო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტავს>>

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის ინიციატორი აშშ და ევროკავშირი არიან. მასში მონაწილეობს რვა ოპოზიციური პარტია, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი გადალახეს. აქამდე ორი უშედეგო შეხვედრა გაიმართა.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: მიუხედავად ყველაფრისა, მეორე ტური ჩატარდება

„მოლაპარაკებები გაგრძელდება მიუხედავად მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიების პოზიციისა. 2016 წელს, მაშინაც „ნაციონალური მოძრაობა" იყო ოპოზიციაში, უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ხელი არ შეუშლია“, – განაცხადა კობახიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. კობახიძის თქმით, ისინი ამაზე ფარულად მუშაობენ, თუმცა აჯობებდა, რომ ღიად მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში.

„მოლაპარაკებები გრძელდება, თუ გვექნება წარმატება ამ კვირაში, ისინი ალბათ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, თუ ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს უკვე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი თემა", – განაცხადა კობახიძემ. 

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ინიციატივით გამოვიდა და ოპოზიციას „ღამის კურიერის" ეთერში დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
მომხრეები და მოწინააღმდეგეები - ქართულ ოპოზიციაში ახალი უთანხმოება გაჩნდა

„გთავაზობთ, რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია. დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად იმას, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ცესკომ არჩევნების მეორე ტურისთვის 8,6 მილიონი ლარი გამოყო>>

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0