ოპოზიციის აქცია 14.11.2020

ოპოზიცია თბილისში ახალ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს

89
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან გამართული არჩევნების შედეგებს ის გაყალბებულად მიიჩნევს

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. შაბათს რუსთაველის გამზირზე ქართული ოპოზიციის მხარდამჭერები მორიგ მიტინგზე შეიკრიბნენ.

აქცია ტრადიციულად პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. სამი საათის შემდეგ მონაწილეები ემატებიან, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

„ჩვენი გზავნილი იგივეა, რაც 31 ოქტომბერს გვქონდა. ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააფორმა. ეს რეალობა შეიცვლება, როდესაც გაიმართება ახალი არჩევნები და ხალხი ძალაუფლებას თავის ხელში აირებს. ჩვენ არ შევალთ პარლამენტში და ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“, - განაცხადა ყველა დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე სიტუაციის ფონზე აქციაზე ცდილობენ დაიცვან უსაფრთხოების ზომები: ყველა მომიტინგეს ურიგებენ პირბადეებს და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას სთავაზობენ.

Акция оппозиции 14 ноября 2020 года - шествие по проспекту Руставели
© Sputnik / STRINGER
ოპოზიციის აქცია 14.11.2020

გასულ კვირას საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ცესკოს სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ცენტრში, შემდეგ კი ცესკოს შენობასთან მასშტაბური აქცია გამართა. მომიტინგეთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომდევნო დღეს ოპოზიცია კვლავ შეიკრიბა პარლამენტთან და ბოიკოტი გამოუცხადა გადაადგილებაზე შეზღუდვას (22:00 საათიდან 05:00 საათამდე). შედეგად აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტთან ღამე გაათენეს, დაჯარიმდნენ. შეზღუდვები დღესაც მოქმედებს.

Акция оппозиции 14 ноября 2020 года - активисты у здания парламента Грузии с флагами
© Sputnik / Vladimir Umikashvili
ოპოზიციის აქცია 14.11.2020

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის 9 პოლიტიკური პარტია, საიდანაც რვა - ოპოზიციურია. ისინი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის ჩატარდა თავისუფალ სამართლიან გარემოში, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.

89
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (95)
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

17
(განახლებულია 15:57 03.12.2020)
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს გამოწვევებიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში ერთბაშად ცხრა პარტია შევიდა, რამაც ოპოზიციას 60 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცა –  ასეთი მონაპოვარი აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

„თქვენ იხილეთ უამრავი გამოხმაურება, საჯარო განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოპონენტები, რომლებიც დღეს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ოპოზიციამ გადაწყვეტილება არა პარტიული ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, აღნიშნა დიპლომატმა.

 „ქვეყანას დღეს როგორც არასდროს სრული კონსოლიდაცია სჭირდება... ვფიქრობ, რომ ჯანსაღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

უახლოეს დღეებში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების ორგანოზატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. ორი რაუნდის შედეგებით ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას  ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

17
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
თორნიკე რიჟვაძე

„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში

22
(განახლებულია 15:12 03.12.2020)
ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტს არ შეზღუდავს, თუმცა, თუ ის კანონის ფარგლებს გასცდება, ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, აღნიშნა აჭარის მეათაურმა

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ბუშტების პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში მეასეხარისხოვანი წარმოდგენა იყო, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

პროტესტანტები უკვე რამდენიმე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურიან აქციებს მართავენ და რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. გუშინ დემონსტრანტებმა საჰაერო ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, თუმცა ას და მის გუნდს არანაირი სურვილი არა აქვს, უპასუხისმგებლო წარმოდგენებში მიიღოს მონაწილეობა.

„ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, თუ ისინი რა კონკრეტულ პერფორმანს დადგამენ და როგორ შეეცდებიან ჩვენი და პირველ რიგში, სამართალმდაცავების ნერვების გამოცდას, ვერ მიაღწევენ თავიანთ საწადელს“, – განაცხადა რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის არანაირი ქმედება არ მოახდენს გავლენას მთავრობის დღის წესრიგზე და ყველა საკითხი გეგმის მიხედვით იქნება განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების პროტესტს არავინ შეზღუდავს, მაგრამ თუ ის კანონის ფარგლებს გასცდა, მაშინ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება.

საპროტესტო აქცია ბათუმში: მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კაფე გახსნეს>>

ბათუმში აქციები თითქმის ერთი თვე გრძელდება. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

22
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (95)
ჯანმო

ჯანმო COVID-19-ზე იმუნური პასპორტების გაცემას ეწინააღმდეგება

0
(განახლებულია 18:16 03.12.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ანტისხეულების დამდგენი ტესტები შემდგომ შესწავლას მოითხოვს მათი სიზუსტის დასადგენად

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება იმუნური პასპორტების გაცემას იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19, განაცხადა ბრიფინგზე ჯანმოს უფროსმა ექსპერტმა კეტრინ სმოლვუდმა.

„ჯანმოს რეკომენდაციები არ შეცვლილა, ჩვენ არ გავცემთ იმუნური პასპორტების შემოღების რეკომენდაციას. ჩვენს ასევე არ ვიძლევით რეკომენდაციებს [აეროპორტებში] ტესტირებაზე საზღვარზე ვირუსის გადატანის აღმკვეთი ღონისძიების სახით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ქვეყნები დააკვირდნენ ვირუსის გადაცემას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ისე საზღვარგარეთ, და აქედან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილებები მოგზაურობაზე“, — აღნიშნა მან.

 როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ COVID-19–ისგან განკურნებული ადამიანი განმეორებით არ დაინფიცირდება. ზოგი ქვეყანა კი უკვე განიხილავს იმ ადამიანებისთვის „იმუნური პასპორტების“ გაცემას, ვისაც დაავადების მიმართ ანტისხეულები აღმოაჩნდება. ამგვარი პასპორტი მფლობელს გადაადგილების უფლებას ანიჭებს.  

გარდა ამისა, ჯანმოში აცხადებენ, რომ ანტისხეულების გამოსავლენი ტესტები შემდგომ კვლევას მოითხოვს მათი სიზუსტის დასადგენად. არასაკმარისად ზუსტმა ტესტმა შეიძლება ადამიანი ჯანმრთელად მიიჩნიოს მაშინ, როცა ის რეალურად ინფიცირებულია, ან პირიქით.

ჯანმოში მიაჩნიათ, რომ ორივე შემთხვევაში შეცდომამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში