არჩევნები 2020

ვინ, სად, როდის: ცესკომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

139
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები იმ შემთხვევაში ტარდება, თუ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური საქართველოს 17 ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. ძირითადად, მასში გავიდნენ კანდიდატები მმართველი პარტიიდან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,  ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

საქართველოს კანონმდებლობით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობს, ინიშნება იმ ოლქში, სადაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური თბილისის რვავე ოლქში, სადაც ოპოზიციამ არჩევნების წინ ერთიანი კანდიდატების დაყენებაზე შეთანხმდა. სიურპრიზი გახდა მეორე ტურში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გადასვლა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებაში იმ მომენტში არ მონაწილეობდა.

ოლქი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატი
მთაწმინდა, კრწანისი ბექა ოდიშარია შალვა შავგულიძე „ევროპული საქართველო"
ვაკე  ნოდარ ტურძელაძე ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველო"
საბურთალო   დავით სერგეენკო ალექსანდრე ელისაშვილი „მოქალაქეები"
ისანი         კახა კახიშვილი ხატია დეკანოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
სამგორი   სოზარ სუბარი ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
დიდუბე, ჩუღურეთი გიორგი ვოლსკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „გირჩი“
ნაძალადევი   მიხეილ ყაველაშვილი შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია
გლდანი ლევან კობიაშვილი  ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

 ასევე მეორე ტურები იქნება რამდენიმე რეგიონში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ოლქი        „ქართული ოცნების“კანდიდატი   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბოტკოველი
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი შალვა კერესელიძე ცეზარ ჩოჩელი
რუსთავი, გარდაბანი  ნინო ლაცაბიძე დავით კირკიტაძე
ხაშური, ქარელი ზაალ დუგლაძე ნატო ჩხეიძე
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი ბეჟან წაქაძე კახა გეწაძე
ქუთაისი        ზაზა ლომინაძე გრიგოლ ვაშაძე
ზუგდიდი      ირაკლი ჩიქოვანი მალხაზ ჯალაღონია
ბათუმი რესან კონცელიძე ლევან ვარშალომიძე
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო ანზორ ბოლქვაძე მიშა ბოლქვაძე

         

              

              

139
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ალეკო ელისაშვილი

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს

71
ორ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს, ბოიკოტი ვრცელდება არამარტო შედეგებზე, არამედ არ შედეგების მიხედვით გამოანგარიშებულ დაფინანსებაზეც

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს აცხადებენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე დათანხმდა, მანამდე ამის შესახებ პარტია „ლელომ“ განაცხადა.

31 ოქტომბრის შედეგების მიხედვით, პარტია „გირჩს" ბიუჯეტიდან ერგება 777 990 ლარი, ხოლო „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს" - 497 406 ლარი.

„თუ იმ შედეგებს არ ცნობ, რაც ცესკომ დაწერა, თუ იმ რაოდენობის ხმებს არ ცნობ, რაც ცესკოს მიერაა გამოცხადებული, ამ ფორმულით დაანგარიშებულ თანხას რატომ ცნობ და რატომ იღებ - ეს არის გაუგებარი, ჩვენთვის, ჩვენი პარტიისთვის გაუგებარია. ბოიკოტი ჩვენთვის იმასაც გულისხმობს, რომ ცესკოს შედეგების მიხედვით დაანგარიშებული თანხა არ უნდა აიღო, არა მარტო პარლამენტში არ უნდა შეხვიდე“, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. 

რაც შეეხება „გირჩს“, ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ დაფინანსებას ელექტრომობილ „ტესლას“ გათამაშებაზე დახარჯავდა, რაც ამჟამინდელი შედეგებით შეუძლებელია.

„ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფი ადამიანებს შორის "ტესლას" ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, "ტესლას" გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება. ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა "ტესლას" ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ“, -ნათქვამია პარტიის განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, რადგან ეს უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში შესულმა 9 პარტიამ, მათ შორის მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს დაფინანსების მოთხოვნის მიზნით უკვე მიმართა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უცხოელი დიპლომატიური მისიების ინიციატივით იმართება.

 

71
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ოპოზიციის აქცია 14.11. 2020

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა

65
(განახლებულია 17:46 28.11.2020)
ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში გასული ოპოზიციური პარტიები მისი სხდომის პირველ დღეს ხელს მოაწერენ ოფიციალურ განცხადებას პარლამენტის ბოიკოტის შეს ხებ და თავის საპარტიო სიებს გაიწვევენ, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გავიდა რვა ოპოზიციურო პარტია და ბლოკი. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, და განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„პარლამენტში ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი", - განაცხადა ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტის ხელმოწერა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამოცხადების შემდეგ მოხდება.

ოპოზიციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

„ჩვენ განვიხილავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, სავარაუდოდ ის სიმბოლური იქნება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტის არ სჯერათ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაინც შევა პარლამენტში.

უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით იმართება. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების შედეგად ცნობილია, რომ ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

65
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ეკლესია ხადის ხეობაში

საეკლესიო კალენდარი: 29 ნოემბერი

0
(განახლებულია 19:56 28.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ნოემბერს მათე მოციქულისა და მართალი ფუბლიანეს, წმიდა ნათლისღებით მათეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე 

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა.

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი.

ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას.

უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო.

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი: წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. წმიდა მოციქულმა უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

ფუბლიანემ ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მას მათე ეწოდა.

მან მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

0