Ираклий Кобахидзе

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ხმების გადათვლის პროცესი დესტრუქციული მიზნებისთვის გამოიყენა

53
(განახლებულია 16:13 11.11.2020)
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ მათ ხელი შეუწყვეს ხმების გადათვლის პროცესს ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე, რაც სრული გამჭვირვალობის ნიშანია.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი აგებენ არჩევნებს და შემდეგ შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით საუბრობენ, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ საუბრისას.

ირაკლი კობახიძე კონკრეტულად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების გადათვლის პროცესს შეეხო და აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას ეს მიეღო, როგორც პოზიტიური განვითარება, როგორც დადებითი მოვლენა, სწორედ ეს გადათვლა გამოიყენა დესტრუქციის საბაბად.

„ჩვენ ყოველგვარი დათქმისა და მოლაპარაკების გარეშე ხელი შევუწყვეთ იმას, რომ გადათვლის პროცესი დაწყებულიყო. საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, რომ დააჯამოთ ყველა არჩევნები 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯამში 39 უბანი არ იქნება გადათვლილი. ჩვენ ვაჩვენეთ სრული გამჭვირვალობა ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე. 29 უბანი გადაითვალა, ერთი გაუქმდა, რადგან აშკარა იყო სერიოზული ხარვეზი, რასაც მოჰყვა მეორე ტურის დანიშვნა შესაბამის ოლქში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ზუსტად იმ ოლქებში, სადაც გადათვლა ხდებოდა, შეეცადა არეულობისა და ხმაურის შეტანას.

„ცდილობდნენ არაუფლებამოსილი პირები შეჭრას, შესვლას შესაბამის საოლქო კომისიებში და ა.შ. ჩვენ შეიძლება ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ პასუხი თუ არ მივიღეთ ამაზე, ვითარება არ დალაგდება, საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა გასავითარებელია, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის, რომ დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ხშირად ხდება საჭირო.

კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას მნიშვნელოვანს უწოდებს.

„საქართველოში პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას. თავისთავად პრობლემაა, რომ ამ მხრივ ხშირად გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება. ქართული დამოუკიდებლობის ისტორია აღდგენის შემდეგ ითვლის სულ რაღაც 30 წელიწადს, ანუ მოსეს გზა გვაქვს გასავლელი, სავარაუდოდ, კიდევ 10 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი პოლიტიკური კულტურის სრულფასოვან განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოიკითხა: საქმე ე.წ. რევოლუციურ სცენარს ეხება>>

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

53
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)
დეპუტატები

„მატყუარა კაცების პარლამენტი“: რამ გამოიწვია ქალი–დეპუტატების უკმაყოფილება

14
(განახლებულია 17:34 24.06.2021)
საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საპროტესტო პერფორმანსი გაიმართა, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik.  პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ქალთა კვოტების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად პერფორმანსი გამართეს. 

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიულ სიებში ქალთა კვოტების ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო – სიაში ყოველი მეორე ქალის ნაცვლად, ქალი ყოველი მესამე უნდა იყოს.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად სამნიძემ და წითლიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან ბანერი „მატყუარა მამაკაცების პარლამენტი“ გადმოფინეს.

მმართველ პარტიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილებას გაუგებარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თითოეულ პარტიას საკუთარი სურვილით შეუძლია საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობის გაზრდა და მათ ამას არავინ უკრძალავს.

მოცემულ მომენტში სხდომათა დარბაზში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.

14
თემები:
საქართველოს პარლამენტი
გიორგი გახარია

შემთხვევა თუ... გახარია და სააკაშვილი ერთ სასტუმროში გაჩერდნენ

43
(განახლებულია 16:24 24.06.2021)
ექს–პრემიერმა განმარტა თუ რატომ აღმოჩნდა სააკაშვილთა ერთად სასტუმროში და მოხდა თუ არა ორ პოლიტიკოსს შორის შეხვედრა

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში იმავე სასტუმროში იყო გაჩერებული, რომელშიც  ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, თუმცა უარყო მათი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია.

აშშ–ში სააკაშვილისა და გახარიას შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა გაავრცელა. ტელეკომპანიის კამერამ სასტუმროს ფოიეში სააკაშვილი დააფიქსირა, კადრებში პარალელურად ჩანს გახარიას დაცვის წევრი გიორგი ჩიქოვანი. ტელეკომპანიამ ასევე შეძლო ვაშინგტონში ექსკლუზიურად ჩაეწერა საქართველოს ყოფილი პრემიერი.

 „სასტუმროში ერთი ღამით გავჩერდით. იქ შევიკრიბეთ, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავფრინდით. მეორე დღეს კი სხვა სასტუმროში გადავედით. ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვქონია.  ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რამდენადაც ლოჯისტიკის თვალსაზრისით სხვა სასტუმროში ყოფნა გაგაადგილების კუთხით უფრო მოსახერხებები იყო ჩვენთვის. იქ უბრალოდ ჩვენ შევიკრიბეთ“, – განაცხადა გახარიამ. 

ექს–პრემიერის მტკიცებით, მას „ნაცმოძრაობასთან“ საერთო არაფერი აქვს.

 „ერთი რამ გაითვალისწინეთ – ამის უკან საერთოდ არაფერი დგას და შეხვედრაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობასთან" არაფერი  მაქვს საერთო. უფრო მეტსაც გეტყვით – „ქართულ ოცნებას" წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, მაშინ დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა", - აღნიშნა გახარიამ.

გახარიასა და სააკაშვილს შორის შეხვედრასა და მოლაპარაკებებს გამორიცხავენ ყოფილ მმართველ პარტიაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო, რომლითაც ახლა სპეკულირებენ.

 „სასტუმროს მიმღები ქვეყანა ჯავშნის. ეს. რა თქმა უნდა, მექანიკური დამთხვევაა. როგორც ჩვენ მოგვიანებით გავარკვიეთ, როდესაც გახარიამ გაიგო რომ ჩვენი დელეგაციაც იქ იმყოფებოდა, მეორე ღამესვე გადავიდა სასტუმროდან“, – განაცხადა გოცირიძემ.

გახარიასა და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნის ფაქტი ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია „ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის გარკვეული ალიანსია.

„მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ ის ორი-სამი დღეც იყო დამთხვევა და მათი სასტუმროში ერთად ყოფნაც დამთხვევაა, მაგრამ ჩვენ სხვა რამის გვჯერა. ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის კონკრეტული ალიანსია, რაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარია აშშ–ში სამუშაო ვიზიტის მიმდინარე კვირის დასაწყისში გაემგზავრა. მისი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს-პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე. 

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

ამ ეტაპზე გიორგი გახარია  საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული  პოლიტიკოსია.

 

43
პოლიციის ლენტი

გარდაბანში არსებულ წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

0
ხელოვნური წყალსაცავი გარდაბანში არსებულ „თბილსრესთან“ მდებარეობს. მაშველები მოზარდებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მკვიდრი  მოზარდები წყალსაცავში საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დაიხრჩო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

0