საქართველოს პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული

© Sputnik / Vladimir Umikashviliპოლიცია მომიტინგეებს აკავებს
პოლიცია მომიტინგეებს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოს ათი საათისთვის საქართველოს პარლამენტის წინ რჩება აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე, რომლებმაც გადაადგილებაზე ახალ შეზღუდვას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს

თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც 6 საათიდან ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება, ვითარება საღამოს ათი საათისთვის გამწვავდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ამ დროისთვის აქ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა. დარჩენილებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ დაემორჩილონ მთავრობის განკარგულებას, რომლის თანახმად კორონავირუსის საფრთხის გამო 22:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება. დღეს შეზღუდვების ამოქმედების პირველი დღეა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპოლიცია მომიტინგეებს აკავებს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული - Sputnik საქართველო
პოლიცია მომიტინგეებს აკავებს

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაკავებულია ერთ-ერთი აქტივისტი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის სიტყვიერი შელაპარაკების კადრები ერთ-ერთ აქტივისტთან, რომელიც პარლამენტის შენობასთან შეშის მიტანას ცდილობდა.

„არავინ არ უშლის აქციის მონაწილეებს გათბობას, გათბნენ ელექტრომოწყობილობებით. არაერთი გამოცდილება გვაქვს თითოეულ პოლიციელს, რომ არაერთხელ შეშა გამოყენებული იქნა როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებებით“, - განაცხადა სირაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0