ბოკერია: განხილვის საგანი მხოლოდ ახალი არჩევნები შეიძლება გახდეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიგა ბოკერია
გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია და ხელისუფლება დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ორივე მხარეს განსახილველად საკუთარი პრიორიტეტული თემები აქვს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი კრიზისის დროს აუცილებელია, მაგრამ ის შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მისი წარმოშობის მიზეზების თაობაზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკებების შეთავაზების საკითხის კომენტარისას. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მოწოდებაზე რეაქცია უნდა იყოს უმკაცრესი

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზადაა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან „ცივილიზებულ ფორმატში“ დიალოგისთვის.

ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ მოლაპარაკებებზე მთავარი თემა უნდა იყოს არჩევნები, უფრო კონკრეტულად – ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

„კრიზისი გამოიწვია ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის მრავალმა წელმა, თუმცა ამის კულმინაცია იყო არჩევნები. ამიტომაც დიალოგი აბსოლუტურად ნორმალურია და ოპოზიციამ მთლიანად, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“, თქვა, რომ დიახ, დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისის დროს, მაგრამ ძირითადი თემა უნდა იყოს მიზეზი, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემა. მთავარი საკითხი, რომელშიც ბევრი ქვესაკითხია, არის არჩევნები და მისი სამარცხვინო შედეგები, მისი გაუქმება და ხელახალი არჩევნების ნორმალური ჩატარება. დიალოგისთვის ამ საკითხზე ვართ მზად“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მშვიდობიან ფორმატში ნებისმიერ თემაზე დიალოგისთვის>>>

ოპოზიციამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, კვირას რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია ჩაატარა. აქციის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს – გადაწყვეტილების მისაღებად მას დრო 20:00 საათამდე მისცეს. აქციამ გუშინ პოლიტიკური შედეგი არ მოიტანა და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

დღეს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიცია მორიგ აქციას გამართავს და სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0