სიტუაცია ცესკოსთან. 8.11.2020

ცესკოსთან აქცია იშლება: ოპოზიციის ახალი შეკრების დრო დაანონსებულია

126
დღეს ოპოზიციის ლიდერებმა მომიტინგეებს მოუწოდეს ცესკოს შენობის ბლოკირებისკენ, სადაც მათ პარლამენტის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. ცესკოს შენობასთან სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასასრულს უახლოვდება, ორშაბათს საღამოს 18:00 საათზე ახალი აქცია დაანონსდა, ამის შესახებ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

დღეს ოპოზიციის ლიდერებმა მომიტინგეებს მოუწოდეს ცესკოს შენობის ბლოკირებისკენ, სადაც მათ პარლამენტის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს ძალოვანებმა დაშლისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დარბევით დაემუქრნენ. ცესკოს შენობასთან სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეებმა გამყოფი ჯებირის გარღვევა სცადეს და ეს ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ყველამ დავინახეთ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის. ძალადობის გარდა, ის ვეღარაფერს აკეთებს და ვეღარც გააკეთებს, რადგან არის მოძალადე. ხვალ ეს ბრძოლა არ შენელდება და რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე ვიკრიბებით ერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მანამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ არ შესრულდება მათი სამი მოთხოვნა - ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუმცა მათ გეგმები შეცვალეს. ეს იმით ახსნეს, რომ მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დასველდნენ და მათ დასვენება და მომდევნო აქციებისთვის ძალების მოკრება სჭირდებათ.

„ყველას ვაჩვენეთ, რომ ვაჟკაცობაც გვაქვს, შეუპოვრობაც, ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გვიყვარს და ჩვენ მათგან განსხვავებით ვუფრთხილდებით, იმათაც ვუფრთხილდებით და ერთმანეთსაც. ყველა სველია აქ. ახლა რომ არ დავიშალოთ, ხვალ ვერც ერთი ვიქნებით საბრძოლოდ. მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად, როგორც შეგვეფერება ქართველებს, მებრძოლებს, წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ, ექვს საათზე, რუსთაველეზე  ვაჩვენოთ, რომ ამათი არავის ეშინია. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხდა ალეკო ელისაშვილმა.

ცესკოს შენობასთან, სადაც ცეცხლია დანთებული, აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ რჩებიან. შენობის პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

 

 

 

126
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)
პრაღა

აბაშიძისა და აკარასინის პირისპირ შეხვედრა შეიძლება 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართოს

23
(განახლებულია 01:12 28.11.2020)
ეპიდემიური ვითარების მიხედვით, რუსი და ქართველი დიპლომატების მოლაპარაკებები შეიძლება ჩვეულებრივ ფორმატშიც გაიმართოს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს: ვითარება მთიან ყარაბაღში, ავიამიმოსვლის აღდგენა, სატვირთო ავტოგადაზიდვები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ა.შ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის  სამინისტროების წარმომადგენლები.

„მიმოიხილეს რუსულ–ქართული სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკური კონიუნქტურისა და კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მნიშვნელობით მეორე საგარეო–სავაჭრო პარტნიორი და ქართული პროდუქციის, პირველ რიგში, ღვინის, მსხვილი იმპორტიორია“, – აღნიშნულია რუსული სამინისტროს განცხადებაში.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია მოსკოვში ქართული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემითა და თბილისში რუსული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემით.

საქართველომ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა: აბაშიძე განმარტავს>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

23
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ახალ შესაძლებლობებზე ყარაბაღთან დაკავშირებით

48
კორონავირუსის პანდემიის გამო გრეგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის არაფორმალური დიალოგი ვიდეოფორმატში გაიმართა

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია საქართველოსთვის ტრანსპორტისა და ეკონომიკის სფეროებში ახალ შესაძლებლობებს ხსნის, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გამოქვეყნდა.

გახარია რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: „ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე და კორონავირუსზე“>>

რუსეთის ფედერაციის სენატორმა გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა იმსჯელეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 9 ნოემბრის განცხადების მნიშვნელობაზე.

„აღნიშნული სამმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია, კერძოდ, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა კავკასიური სახელმწიფოსთვის საქართველოს ჩათვლით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ვიდეოკონფერენციის ერთ–ერთი თემა იყო ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ივლისში დროებით აიკრძალა საჰაერო მიმოსვლა საქართველოში.

მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან>>

 „ამისთვის პირობები კარგად არის ცნობილი: ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა საქართველოში და რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მუქარის გაქრობა. გარდა ამისა, ორივე ქვეყანაში უნდა მოგვარდეს სანიტარულ–ეპიდემიური ვითარება, რაც  COVID-19–მა გამოიწვია“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული მხრიდან დადასტურდა ქართველ პარტნიორებთან კონსტრუქციული ურთიერთობების მზადყოფნა COVID-19–ის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხში, მათ შორის, შემუშავებული ვაქცინის გამოყენების გზით.

ქართულ–რუსული ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტი გააპროტესტეს, რომელიც მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. თბილისში 2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციები გაიმართა. ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ 8 ივლისიდან.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

48
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

0
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

0