თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იკრიბება

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია პარლამენტთან . 08.11.2020
აქცია პარლამენტთან . 08.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელია, რომ აქციების ძირითად მასას „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები შეადგენენ, თუმცა სხვა პარტიებიც ქუჩებში ათასობით ადამიანის გამოყვანას გეგმავენ.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისსა და ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

ოპოზიცია აპროტესტებს 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იღებს საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობის ერთპიროვნული ჩამოყალიბების უფლებას.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კენჭისყრა გაყალბებულია და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

პარლამენტთან აქტივისტებმა მოაწყვეს ერთგვარი ექსპოზიცია და მას ცესკოს თავმჯდომარის, „თამარ ჟვანიას სახელობის ფალსიფიკაციის მუზეუმი“ დაარქვეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020
თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იკრიბება - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020

აქ გამოფენილია ცესკოს წევრების და იმ ოქმების ფოტოები, რომლებსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს.

„ნაცმოძრაობის კოლონა“ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. მათ უკავიათ ტრანსპარანტები წარწერებით „ჩვენ დავიცავთ ხმებს“ და „ოცნება დასრულებულია“.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020
თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იკრიბება - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020

„ლელო“ მხარდამჭერები ზაარბრიუკენის მოედანზე შეიკრიბნენ, „გირჩელები“ თავისუფლების მოედნიდან დაიძრებიან.

თბილისისკენ სხვადასხვა მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერთა ავტოკოლონები უახლოვდება. მათ პოლიცია აცილებს. რუსთაველის გაზმირი გადაკეტილია.

პარლამენტთან დამონტაჟდა სცენა, დაყენებულია ხმის აპარატურა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020
თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იკრიბება - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020

ამ დროისათვის აქციაზე დაახლოებით სამი ათასი ადამიანია შეკრებილი.

ორგანიზატორები ადრე აცხადებდნენ, რომ მონაწილეებს პირბადეები დაურიგდება, დისტანცია კი დაცული იქნება. ყველაფერი საკმაოდ ორგანიზებულად გამოიყურება.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020
თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იკრიბება - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020

ძირითადად, მონაწილეებს პირბადეები უკეთიათ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ზედმიწევნით გააკონტროლებენ ამას და სიტუაციის გასაკონტროლებლად მობილური ჯგუფებია შექმნილი. თუმცა აშკარაა, რომ მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. 

© Sputnik / Shota Nozadzeოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020
თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იკრიბება - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქცია პარლამენტთან. 08.11.2020

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0