გიორგი გახარიამ ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ დემოკრატების კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის საკმარისზე გაცილებით მეტი - 290 ხმა აქვს

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამის შესახებ გიორგი გახარია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ქართველი ხალხის სახელით ვულოცავ  გამარჯვებას საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – წერს გიორგი გახარია.

ჯო ბაიდენს გამარჯვება მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა მიულოცა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ დემოკრატების კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის საკმარისზე გაცილებით მეტი - 290 ხმა აქვს, როდესაც გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა. მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს 214 ხმა. 

ტრამპმა ჯერ კიდევ 4 ნოემბრის ღამეს თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ხოლო დემოკრატები „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე მოითხოვა ხმების დათვლის შეჩერება, რადგან არჩევნების მეორე დღეს ფოსტით მიღებულ ბიულეტენებს უკანონოს უწოდებს.

ტრამპის შტაბი რამდენიმე შტატში ხმების გადათვლასაც მოითხოვს. მათ ფოსტით მიღებული ხმების კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოში რამდენიმე სარჩელი აქვთ შეტანილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0