ჟორჟოლიანი პრეზიდენტსა და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

© photo: courtesy of T. Chochuaდეპუტატი გია ჟორჟოლიანი
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლახან ცნობილი გახდა, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტსა და მთავრობას ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

პოლიციის თანამშრომლები პირბადეებს არიგებენ - Sputnik საქართველო
თბილისში და კიდევ 6 ქალაქში საღამოს საათებში გადაადგილება იზღუდება

მისი თქმით, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება სარისკოა.

„ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვითარება ყოველდღიურად რადიკალურად უარესდება. დაინფიცირებულთა დღიური პროცენტული რაოდენობით, დღეს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია... ამ ვითარებაში, საარჩევნო პროცესის წარმართვა და არჩევნების მეორე ტურის ჩატარება კიდევ უფრო ზრდის უეჭველ რისკებს. ამას თან ერთვის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომლის სწრაფად დასრულებაც წარმოუდგენელია. დაუშვებელია, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევწიროთ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით,  მოქალაქეების ჯანმრთელობაზე პასუხს ხელისუფლებაც და ოპოზიცია აგებენ. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მხოლოდ ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ უნდა აღდგეს.

„ერთადერთ გამოსავლად არსებულ მდგომარეობაში ჩანს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამგვარი ღონისძიებით ისრაელში ერთი თვის განმავლობაში რადიკალურად (ხუთ-ექვსჯერ) შემცირდა დაინფიცირების შემთხვევები. მოგიწოდებთ, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემდეგ განახლდეს საარჩევნო პროცესი“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V - Sputnik საქართველო
ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის რეგისტრაცია იგეგმება

ახლახან ცნობილი გახდა, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0