საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ოპოზიცია საოლქო კომისიებთან აქციებს მართავს: ცესკოს წევრებს საყვირებით აყრუებენ

67
(განახლებულია 22:37 04.11.2020)
კომისიების სხდომები მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას აპირებენ

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისსა და სხვა ქალაქებში, თითქმის ყველა საოლქო კომისიის შენობასთანოპოზიციის მცირე, მაგრამ ძალიან ხმაურიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საოლქო კომისიებმა უნდა გადაამოწმონ საუბნო კომისიების შედეგები და საჩივრების განხილვის საფუძველზე ხმების დათვლის შედეგებს გადახედონ. ამის გაკეთება უწევთ საშინელი, აუტანელი ხმაურის ფონზე - ოპოზიციამ კომისიების პიკეტირებაში ახალგაზრდები ჩართო, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით საყვირებს აყვირებენ.

ყველა შენობასთან მობილიზებულია პოლიციის თანამშრომლები.

განსაკუთრებული ხმაურია საბურთალოს და ისნის საოქლო კომისიებთან. საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა იწყება, პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილს, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. 

„ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან მათი სიის მეოთხე ნომერი ოთარ თავართქილაძე დააკავეს, რომელსაც, მისი თქმით, ამ დრომდე დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე პარტიის კიდევ ორი წევრია დაკავებული.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე საოლქო კომისიებთან შექმნილი ვითარება შეაფასა.

„საოლქო კომისიების სხდომები გამჭვირვალე და ღიაა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი ადასტურებს, რომ მათი „რეალური მიზანი საერთოდ არაა რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, იქიდან გამომდინარე, რომ ხმების გადათვლა იმ შედეგებს დაადასტურებს, რაც საბოლოო ჯამში, ფიქსირდება ცესკო-ს მიერ“.

ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 48,22% აქვს და 13 მაჟორიტარულ ოლქში მოგების შედეგად ის საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და უქმეებზე თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

 

67
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
ცესკო

ცესკო: ახალმა პარტიებმა ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ

18
(განახლებულია 09:16 13.06.2021)
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. იმ პარტიებმა, რომლებსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 14 ივლისამდე უნდა გაიარონ, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ცესკო შეახსენებს პარტიებს, რომ თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ ან პარლამენტში არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს 14 ივლისამდე.

დანარჩენ პარტიებს განცხადებები შეაქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

რაც შეეხება ახალ პარტიებს, ისინი ვალდებული არიან პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. ასევე ამონაწერი რეესტრიდან პარტიის რეგისტრაციაზე.

18
ცესკოს შენობა

ცესკომ არჩევნების ელექტრონული მოდელი გატესტა: პარტიები კმაყოფილი არიან

33
(განახლებულია 23:22 12.06.2021)
ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი ელექტრონული მოდელით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა და დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს.

ელექტრონული არჩევნების სისტემა - კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება.

აღნიშნული მოდელი გულისხმობს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას, ხოლო თავად ბიულეტენები იქნება აღჭურვილი სპეციალური შტრიხკოდებით, რომელთა გაყალბებაც შეუძლებელია.

გარდა ამისა, ხმების დათვლა კამერების წინ მოხდება, ხოლო დათვლის დროს ბიულეტენების სკანირება მოხდება.

აღნიშნული საპილოტო მოდელი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნას ყველა შესაძლო რისკი, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, განაცხადა ცესკოს მოადგილე გიორგი შარაბიძემ.

ოპოზიცია კმაყოფილია

ოპოზიციური პარტიების ლიდერები არჩევნების ახალი მოდელით კმაყოფილი დარჩნენ.

„ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, ეს ინოვაცია მოვიფიქრეთ გაყალბების პრევენციისთვის, რომელიც აქ ხდება. 90-95%- ით შემცირებულია გაყალბების შემთხვევები ამ ტექნოლოგიებით“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ხოლო „ლელო საქართველოსთვის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ამ ტექნოლოგიების დროული დანერგვა.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ბუაძემ.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

ელექტრონული არჩევნების დასანერგად საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა და ახლა დეპუტატებმა მათ კენჭი უნდა უყარონ.

33

მოულოდნელი ხიფათი: ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა - ვიდეო

0
(განახლებულია 23:31 12.06.2021)
ქუჩის სათვალთვალო კამერამ ავტოსაგზაო შემთხვევა დააფიქსირა, რა დროსაც ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან  

ვოლგოგრადის ტრასაზე  საკმაოდ დაბალი სისწრაფით მოძრავმა ბაიკერმა მოულოდნელად კონტროლი დაკარგა, გზაზე მოსრიალდა და გადაყირავდა. ვარდნა აშკარად არ იყო მძიმე და ახალგაზრდა არც დაშავდებოდა, რომ არა მოტოციკლისთვის მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი, რომელიც მყისიერად გადაედო ბაიკერსაც.

მან ჯერ თავად სცადა ტანსაცმელზე წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბაიკერის საბედნიეროდ, გამვლელებმა მანქანები გააჩერეს და ახალგაზრდა კაცს დახმარება აღმოუჩინეს.   

 

0