ოხანაშვილი: „ნაციონალების“ პარლამენტში არშემოსვლით დისკომფორტი არ შეგვექმება

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ათზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არალეგიტიმურად გამოაცხადეს არჩევნების შედეგები და უარი განაცხადეს დეპუტატის მანდატზე.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ჩვენ გვაქვს მანდატი, დავაკომპლექტოთ მთავრობა, ღმერთმა დაგვიფაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით დისკომფორტი შეგვექმნას, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. 

დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„ხელისუფლებამ ხმები მოგვპარა“ – „პატრიოტთა ალიანსი“ მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს

ქართული ოპოზიციის სრული სპექტრი ხელისუფლებას 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. გუშინ პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

ოხანაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატი იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. ოპოზიციის იმ წევრებმა კი, რომლებმაც უარი განაცხადეს დეპუტატის მანდატებზე, „მხარდამჭერებს ზურგი აქციეს“.

„არც ერთი სამართლებრივი საკითხების მცოდნე ადამიანისგან არ მომისმენია, რომ კონსტიტუცია რამე ფორმით ქმნიდეს სამართლებრივ დაბრკოლებას და, სულ მცირე, 76 მანდატის მქონე საპარლამენტო გუნდს არ ჰქონდეს საპარლამენტო საქმიანობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ დავაკომპლექტოთ მთავრობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა იყო, რომ პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და სწორედ ამიტომ დაუჭირეს მათ მხარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. 

გაერთიანებული ოპოზიცია - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა – ერთობლივ განცხადებას ლიდერებმა ხელი მოაწერეს

„პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავის დროზე უჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ახლა უღალატეს თავიანთ ამომრჩეველს - ეს მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, რადგანაც ეს არის კონკურენცია, პაექრობა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა ეხილა რომელ პარტიას რა გუნდი ჰყავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს ათზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არალეგიტიმურად გამოაცხადეს არჩევნების შედეგები და უარი განაცხადეს დეპუტატის მანდატზე. 

განცხადებას ხელი მოაწერა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია, „ევროპულმა საქართველომ“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, ასევე იმ პარტიებმაც, რომლებმაც ვერ შეძლეს პარლამენტში მოხვედრა – ნინო ბურჯანაძის „ერთიანმა საქართველომ“ და ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“.

სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამეორებას გეგმავს? მოვლენების განვითარების სამი სცენარი>>>

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,15%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,14%, „ევროპული საქართველო“ – 3,78%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,15%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,335,  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

ყველა ახალი ამბავი
0