აქცია

„ლეიბორისტული პარტიის“ სამი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

85
(განახლებულია 15:49 03.11.2020)
პარტიის ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. „ლეიბორისტული პარტიის“ დაკავებული სამი წევრი, რომლებიც გუშინ ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

დაკავებულთა შორის იყო პარტიის სიის მესამე ნომერი და ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილიც.

2 ნოემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შემაჯამებელ სხდომაზე დასწრების ნებართვას და რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს. საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

ქართული ოპოზიციის სრული სპექტრი ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და არც არჩევნების მეორე ტურში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რომელიც 16 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს.

გუშინ პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

 

85
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (191)
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია?

50
(განახლებულია 14:45 30.11.2020)
სულ რაღაც ერთ კვირაში გაირკვევა, ოპოზიციიდან ვინ შევა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრებს 8 დეკემბრისთვის მოსთხოვეს მობილიზაცია. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს და აქციების გაგრძელებას გეგმავს. მმართველ გუნდში კი უკვე კომიტეტების თავმჯდომარეების და სხვა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხი ირკვევა.

ზოგადად გაცხადებულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე გახდება, ვიცე-სპიკერი – თეა წულუკიანი. თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები იმასაც ამტკიცებენ, რომ თალაკვაძეს სამომავლოდ აშშ-ში საქართველოს ელჩად ამზადებენ და მალე პარლამენტის თავმჯდომარეობას იუსტიციის ყოფილი მინისტრი გადაიბარებს. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად გრძელვადიანი აღმოჩნდება მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობა, რომლის ლეგიტიმაციის პრობლემაზე უკვე ბევრს საუბრობენ, ისევე, როგორც მაისში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.

სახელისუფლებო სპიკერები ნათლად და გარკვევით ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება და ეს სრულიად ლოგიკური და მისაღებია საღი აზრის მატარებელი ადამიანებისთვის. ზამთრისა და კორონაპანდემიის ფონზე, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შემოსავლები და ეკონომიკური აქტივობა სერიოზულადაა შემცირებული, ქვეყნის ბიუჯეტი კიდევ ერთ არჩევნებს რამდენად დააფინანსებს, რთული სათქმელია.

უკვე ცხადია, რომ ოპოზიციას დასავლეთის და, კონკრეტულად, აშშ-ის დიდი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს ბოიკოტის კუთხით. როცა აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაცია შედგება და ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება, ბუნებრივია, შემდეგ მეტი შანსი არსებობს, შეერთებულმა შტატებმა და, ზოგადად, დასავლეთმა ხელისუფლებას საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესისა და კადრების შეცვლა, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა მოსთხოვოს, მაგრამ მინიმუმ ორი-სამი თვის განმავლობაში ეს არ მოხდება, ხოლო რამდენად აქვს ქართულ ოპოზიციას რესურსი, რომ ამ ხნის განმავლობაში ბრძოლა გააგრძელოს და სულისკვეთება შეინარჩუნოს, სხვა საქმეა...

გარდა ამისა, თავად ოპოზიციაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ არსებული ჩიხიდან გამოსავალია მოსაძებნი და პარლამენტში არშესვლა, მინიმუმ, ამომრჩევლის უპატივცემულობაა. საუბრობენ ასევე ოპოზიციის მოსყიდვის შესაძლებლობაზე. ოპოზიცია ამბობს, რომ არსებობს სამი თემა, რაზეც ხელისუფლებამ კომპრომისი უნდა მოძებნოს. ესაა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო კანონისა და ადმინისტრაციის შეცვლა.

არცთუ ისე რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, „ლელოს“ წარმომადგენლები. მაგალითად, ელენე ხოშტარიამ „ლელოს“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა მოძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და ოპოზიციას შესთავაზოს ადეკვატური კომპრომისი.

რა თქმა უნდა, ყველაზე რადიკალური მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის გათვლებით, ოპოზიციამ ამ არჩევნებში საკონტროლო პაკეტი, ანუ 50 პროცენტზე მეტი მოიპოვა და, შესაბამისად, ოპოზიცია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას და ძალაუფლების ხელში აღებას გეგმავდა. სხვათა შორის, კოალიციური მთავრობის შექმნა და ოპოზიციისთვის რამდენიმე მინისტრის სავარძლის შეთავაზება ახლაც განიხილება, როგორც კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ვარიანტი. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მომავალი პოლიტიკური პროცესისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მუდმივად იმაზე საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა.

დასავლეთისთვის საქართველოში სრულფასოვანი პარლამენტის არსებობას და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად აქვს ფასი. ასე რომ, როგორც ჩანს, დიალოგსა და შეთანხმებაში ელჩებს გადამწყვეტი როლი დაეკისრებათ. შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტი, ალბათ, ყოველგვარი რიგგარეშე არჩევნების გარეშე შეიკრიბება, მაგრამ რამდენად სიცოცხლისუნარიანი და ოთხწლიანი იქნება ის, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

50
„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან კომპრომისი მოძებნოს

56
(განახლებულია 13:48 30.11.2020)
პოლიტიკოსის აზრით, იკვეთება გარკვეული კონტურები იმისა, რომ მომდევნო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედეგს მოიტანს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კომპრომისულ შეთანხმებას შესაძლოა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს მიაღწიონ, რომელიც შუამავალი ელჩების მონაწილეობით გაიმართება, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ვითარების მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიეს, თუმცა ორ რაუნდს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ამილახვრის განცხადებით, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ არსებობს გარკვეული წინაპირობები იმისა, რომ შემდეგი მოლაპარაკებები შედეგებს მოიტანს.

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა>>

„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამილახვარი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა დააახლოვონ თავიანთი პოზიციები და გადადგან კომპრომისული ნაბიჯები, მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, რადგან ეს საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ამილახვრის აზრით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა და ამავდროულად პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობისთვის დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნა შეუთავსებელია.

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს>>

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. დასავლელი დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერებთან პერიოდულად შეხვედრებს მართავენ.

56
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ალექსანდრა პაიჭაძე

„ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე“ - ალექსანდრა პაიჭაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
(განახლებულია 14:59 30.11.2020)
მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ პაიჭაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ წერს, რომ კვირას დღის მეორე ნახევარში, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვით მიხვდა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ჰქონოდა და სწრაფი ანტიგენ ტესტი გაიკეთე, რაზეც დადებითი პასუხი ერთ საათი მიიღო.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

„ოთხშაბათის მერე, ვისთანაც მქონდა კონტაქტი და შეხვედრა, გადაემოწმეთ, თავს მოუფრთხილდით.
მთავარია ენერგიულად ვიყო. დღეს დილიდან ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე, ვიტამინებს ვსვამ, ოთახს ვალაგებ, კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებ. დიდი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მიკითხვის მაგივრად, ყველაფერი მომაკითხავს სახლში. დაბადების დღესაც აქ შევხვდები. ვაჰ, არადა მაგარი გეგმები მქონდა“, - წერს მოდელი და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს სასარგებლო რჩევები მისცენ.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

29 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება