ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტის წინ გაატარეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის მსვლელობა
ოპოზიციის მსვლელობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე სიწყნარეა – საპროტესტო აქციის ღამენათევი მონაწილეები ახლა დაიშალნენ და, როგორც ჩანს, ძალების მოკრებას აპირებენ.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ მთელი ღამე გაგრძელდა.

აქცია, რომელშიც, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოპოზიციამ კენჭისყრის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ცესკომ ხელისუფლების მიერ შეკვეთილი მონაცემები გამოაქვეყნა.

ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა - ფოტო>>

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

მიტინგის შემდეგ აქციის მონაწილეები გადაკეტილი რუსთაველის გამზირიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ. იქ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა არჩევნების შედეგები. მოგვიანებით ისინი პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ და მთელი ღამე იქ დარჩნენ. აქტივისტები პარლამენტის წინ მოედანზე კარვების გაშლას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ შეუშალა ხელი. ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებას მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის.

ოპოზიციის მსვლელობა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა გამართა - ვიდეო

ამ დროისათვის პარლამენტის წინ პრაქტიკულად არავინაა, გარდა პოლიციისა – იმ შემთხვევისთვის, თუ აქცია განახლდება.

ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ასეთი აქციები რეგულარულად გაიმართება. შემდეგი მასშტაბური აქცია 8 ნოემბრისთვის დაიგეგმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად (პროპორციული სიებით) საპარლამენტო არჩევნებზე 48,15%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 27,14%-ით მეორე ადგილზეა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის? – ექსპერტის მოსაზრება>>

ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების ცხრა ოლქში.

ყველა ახალი ამბავი
0