ქუთაისის მერის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს

გამოწერა
მეორე ტურში ერთმანეთის მეტოქეები არიან კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილი და კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ შუშანია.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. არჩევნების შედეგების მიხედვით ქუთაისის მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება. ამის გამო ქალაქში ხელმეორედ ჩატარდება კენჭისყრა, ნათქვამია საქართველოს ცესკოს ვებ-გვერდზე.

ცესკომ ხმების 100% დაითვალა: „ოცნება" 48,15%, „ძალა ერთობაშია" 27,14%>>

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები. კერძოდ, მოქალაქეები ირჩევდნენ კასპისა და ქუთაისის მერებს.

არჩევნები ზუგდიდში - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარულ ოლქებში 21 ნოემბერს ჩატარდება

ქუთაისის მერის არჩევნებზე რვა კანდიდატი იყრიდა კენჭს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა, ცესკოს მიერ ყველა, 130 უბანზე ხმების დათვლის შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების 45,7% მიიღო, კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ შუშანიამ – 30,63%. სწორედ ეს ორი კანდიდატი გავიდა მეორე ტურში.

მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.

მერის არჩევნებთან ერთად ქუთაისში მეორე ტური გაიმართება ასევე ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად. აქ მონაწილეობენ ზაზა ლომინაძე „ქართული ოცნებიდან“, რომელმაც პირველ ტურში 42,16% მიიღო და გრიგოლ ვაშაძე ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“, რომელმაც ხმების 34,72% დააგროვა.

ყველა ახალი ამბავი
0