„მესმის ნაკლებრეიტინგიანი პარტიების“ - მდინარაძე ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა

© Government of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები დესტრუქციულ ქმედებებში „ნაციონალურ მოძრაობას“ აყვნენ

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 0,8 ან მაქსიმუმ 3% მიიღეს, მაგრამ არჩევნებზე მოგების შესახებ საუბრობდნენ, დასაკარგი არაფერი აქვთ, ამიტომაც მიყვებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ სცენარს, განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, თბილისის ცენტრში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციის კომენტირებისას.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ეს იყო ევროპული არჩევნები და ეს ყველას გამარჯვებაა: პრეზიდენტი არჩევნებს აფასებს

მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ კრიმინალური ორგანიზაციაა, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე ყოველ წინადადებაში „მოვლენების რევოლუციურ განვითარებას“ ახსენებდა.

„აქედან გამომდინარე, მესმის 3 და უფრო ნაკლებპროცენტიანი რეიტინგისა და შედეგის მიმღები პარტიების, რომლებიც ახლა უკან დასახევ გზას ეძებენ და ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა მე მაინც მგონია, რომ მათ ეყოფათ კეთილგონიერება, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჩაჰყვნენ იმ დესტრუქციულ მოქმედებებში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვაანონსებდით დეტალური ადგილებისა და დროების მითითებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და უფრო მაღალ ციფრებს ელოდებოდა. თუმცა მან პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულა და ახალი მოწვევის პარლამენტში 76 ადგილი მოიპოვა.

ოპოზიციის ნაწილი ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიტინგს მართავს. ისინი აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ერთიან სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ერთ-ერთი სცენარია - პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, მანდატებზე უარის თქმა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

ყველა ახალი ამბავი
0