არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში: ცნობილია წინასწარი შედეგები

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროის მონაცემებით, ხუთ პროცენტიანი ბარიერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მხოლოდ ორ საარჩევნო სუბიექტს აქვს გადალახული

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. აჭარის უმაღლეს საბჭოში, წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ხუთ პროცენტიანი ბარიერი გადალახა მხოლოდ  ორმა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ და საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

საპარლამენტო არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
მაჟორიტარული ოლქების შედეგები საქართველოს დიდ ქალაქებში

ამ დროისათვის სულ დათვლილია 118 მაჟორიტარული და 108 პროპორციული უბანი.

ბოლო მონაცემებით, 48 პროცენტით ლიდერობს „ქართული ოცნება“, 34 პროცენტი კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ვინაიდან ხუთპროცენტიანი ბარიერი სხვა პარტიებმა ვერ გადალახეს, დარჩენილი ხმები კანონის შესაბამისად, ამ ორ პარტიას  შორის გადანაწილდება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატი პროპორციული, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან აჭარის სამივე ოლქში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლიდერობენ: ქობულეთის ოლქში ცოტნე ანანიძე — 51%, მთიან აჭარაში ფრიდონ ფუტკარაძე — 52%, ბათუმში ტიტე აროშიძე — 43% პროცენტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 35 პროცენტი მოიპოვა.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურია მოსალოდნელი ბათუმში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

 

ყველა ახალი ამბავი
0